მთავრობამ თანხა გამოყო, დეტალები განხილული ვერ იქნებოდა- ცქიტიშვილი ალასანიას პასუხობს
პოლიტიკა - 19:23, 27 Apr, 2015     1057

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "სილქნეტს" გადაუხადა, თავიდანვე გათვალისწინებული და პრემიერთან შეთანხმებული იყო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა. ცქიტიშვილის თქმით, 2013 წლის 26 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტმა განიხილა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხი და პრემიერმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა ის არ ფლობდა ინფორმაციას დეტალების თაობაზე.

"მთავრობამ 2013 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე თავაცვის სამინისტროსთვის ოპტიკური ხაზისა და მის შემოსაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის თანხა გამოყო. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის სხდომის ფორმატში ჩვენ ვერ განვიხილავდით ყელა იმ დეტალს, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა. ეს იყო უბრალოდ დასაბუთებული ბატონი ირაკლის მიერ, რომ ეს თანხა იყო საჭირო თავდაცვის სამინისტროსთვის. დანარჩენი სხვა დეტალები მთავრობის ფორმატში განხილული ვერ იქნებოდა. სხვა საკითხები - ვისთან უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, როგორ უნდა გაფორმებულიყო, რა ტექნიკურ პარამეტრებს მოიცავდა, რა თქმა უნდა, განხილული არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან ასეთ დეტალებზე პასუხისმგებელია უშუალოდ ინიციატორი უწყება. ჩვენ ამას გვეუბნება მთავრობის რეგლამენტიც", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც „ტავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. ირაკლი ალასანიამ მედიასთან კომენტარი იმ თანხასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც თავდაცვის უწყებამ კომპანია სილქნეტს გადაუხადა და რომლის გაფლანგვის ბრალდებითაც თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს:

"ძალიან ბევრი ტყუილ-მართალია ამ საქმის ირგვლივ აგორებული და მათ შორის იგივე, რომ პრემიერმინისტრმა თითქოს არ იცოდა, თუ რისთვის იყო ეს თანხა გამოყოფილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მალე, სწორედ ეს და სხვა სიცრუეც გამოვლინდება და ნათელი გახდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანხა მთავრობასთან და პრემიერთან შეთანხმებით, კონკრეტულად ამ პროექტის განსახორციელებლად იყო გამოყოფილი. ასე რომ, ეს არის ის ობიექტური გარემოებები, რაც მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს", - განაცხადა ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42