"ბიძინა ივანიშვილი საცემი იყო, მაგრამ ალასანიამ მაშინ გადაყლაპა"
პოლიტიკა - 17:51, 27 Apr, 2015     19868
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ივანიშვილი-ალასანიას ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა ალასანია პოლიტიკური სამარიდან ამოიყვანა. ამასთანავე ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ექსპრემიერი ირაკლი ალასიანიას ძალიან უღირსად მოექცა, მაშინ როდესაც ალასანიას პირადი ცხოვრების დეტალებს შეეხო.

„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური სამარიდან ამოიყვანა არა მარტო ირაკლი ალასანია, არამედ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“ გაერთიანებული. ირაკლი ალასანია არ წასულა ოპოზიციაში, არც ხლისუფლებიდან წასულა, ის ხელისუფლებიდან გაუშვეს. როდესაც გამოცხადდა, ირაკლი ალასანია საგანგებო ბრიფინგს ატარებსო და დავინახე თავისი თანაგუნდელების ფონზე. სიმართლე გითხრათ, ჩემს ახლობელს ვუთხარი - სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ყოჩაღ, ეს ახლა გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებს-მეთქი... მაშინაც კი იმაზე უკეთესი წარმოდგენის ვყოფილვარ ალასანიაზე ვიდრე იმსახურებდა. იმის გამბედაობაც არ ეყო, საკუთარი ნებით გადამდგარიყო.

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად უღირსად მოიქცა ალასანიასთან მიმართებაში, როდესაც ალასანიას პირადი ცხოვრების დეტალებს შეეხო. ეს იყო ძალიან უღირსი საქციელი, ამ შემთხვევაში დავეთანხმები ალასანიას, რომ ასეთი რამ სააკაშვილსაც არ უკადრია. მე ვიყავი ძალიან აღშფოთებული, მაგრამ ალასანია დღეს კი არ უნდა ამბობდეს ამას, მაშინვე უნდა გაეკეთებინა განცხადება, ასეთი განცხადებების გამო კაცები ერთმანეთს სცემენ . მე რომ ალასანიას ადგილას ვყოფილიყავი, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლებოდა ბიძინა ივანიშილი მეცემა, არ მოვერიდებოდი არც ჩემს სტატუსს და არც ბიძინა ივანიშვილის სტატუსს, კაცურად, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო საცემი, მაგრამ ალასანიამ მაშინ ეს გადაყლაპა. დღეს რომ მუშტებს იქნევს , ეს ცოტა სასაცილოდ გამოიყურება. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ალასანიაზე ამაზე მეტი უნდა ვილაპარაკო.“ -აცხადებს ბურჯანაძე .

მისი თქმით ის 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ პარტიის ჩამოყალიბებას აპირებდა და ირაკლი ალასანიას ამ პარტიის პირველ ნომრად ყოფნას სთავაზობდა, თუმცა ირაკლი ალასანიამ იმ მიზეზით, რომ „ნაციონალებს“ მაინც ვერ მოერეოდნენ ამ შეთავაზებაზე უარი უთხრა. „ალასანიას მაშინ, რომ გაებედა, გაერისკა და ეს პარტია ერთად გაგვეკეთებინა და 2008 წლის იანვარში საპარლამენტო არჩევნებში კენჭი გვეყარა, მაშინ აუცილებლად მოვიპოვებდით საპარლამენტო ფრაქციას და სააკაშვილი ომის დაწყებას ვერ გაბედავდა“- აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.


წყარო "კვირის ქრონიკა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42