პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და მათი ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობების ტვირთად არ უნდა იქცნენ.
ამ განცხადებით დავით უსუფაშვილი გურჯაანში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან დაკავშირებული საკითხის "საფუძვლიან შესწავლას" აპირებს.
„პარლამენტის საქმიანობის დასაწყისშივე მაჟორიტარების და მათი ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდით, რომელთა შორის შორის იყო ისიც, თუ სად და როგორ უნდა განთავსდეს მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროები. გვინდოდა, ბევრ სხვა მახინჯ პრაქტიკასთან ერთად, დაგვესრულებინა ისიც, როცა პარლამენტის მაჟორიტარები ხშირ შემთხვევაში სრულაიდ არამიზნობრივად და კომპეტენციის მიღმა იყენებდნენ თვითმმართველობის რესურსებს. ჩვენ ამ პრაქტიკის დასრულება გვსურდა. მინდა შევისწავლო საკითხი. წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ ძალიან ბევრ ადგილზე შენობა-ნაგებობები პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისათვის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით არის გადაცემული. ეს მაშინ, როცა თვითმმართველობისთვის ბიუჯეტის ყოველი თეთრი ძალიან მნიშველოვანია. ეს თვითმმართველობის ტვირთი არ უნდა იყოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






