გიორგი ჩხაიძე: "გამგებელს სურდა თანხის მოძიებაზე მე მეზრუნა, მას კი განეკარგა“
პოლიტიკა - 16:28, 27 Apr, 2015     2202

გასული კვირის ოთხშაბათს, გურიის მოამბის ვებგვერდის გადაცემა "მთავარ თემაში“ სტუმრად მყოფმა ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა და "ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა გია გოგუაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ლანჩხუთის "გურიას“ ერთპიროვნულ მართვაში დაადანაშაულა.
გია გოგუაძემ ისაუბრა კლუბთან დაკავშირებით გამართულ ერთ-ერთი შეხვედრის შესახებაც, როცა მაშინდელ გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს, კლუბისთვის დაფინანსების მოძიებაზე უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ სწორი მენეჯმენტის გატარების გამო, კლუბის ხელმძღვანელობის შერჩევაში სპეციალისტების ჩართვა და მათი ხედვების გატარების სურვილი გამოთქვა. სწორედ ამ მოსაზრების გამო, როგორც გოგუაძემ გადაცემაში აღნიშნა, რამდენიმე ადამიანმა შეხვედრა დემონსტრაციულად დატოვა კიდეც:
„გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე ჩამოვიდა ლანჩხუთში, მე არ ვესწრებოდი იმ შეხვედრას, ლანჩხუთის გურიასთან დაკავშირებით და თქვა, მე მოგეხმარებით გუნდის დაფინანსებაში, ნორმალური გამგებელი ეტყოდა, ოღონდ ჩვენ ჩამოგვაცილე და დააფინანსე პირიქით, გვერდით დაგიდგებითო, ამის ნაცვლად მივიღეთ ის, რომ კაცს "ნაციონალი“ ეძახეს და დემონსტრაციულად მიუტოვეს შეხვედრა“...
გაზეთში გასულ აღნიშნულ სტატიას სათაურით: "რატომ უთხრა გამგებელმა უარი ყოფილ გუბერნატორს "გურიას“ დაფინანსებაზე“, გამგებელი გამნოეხმაურა და გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ და მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდა:
„აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. მე თავად ვთხოვე დახმარება გიორგი ჩხაიძეს. მას რომ შემოეთავაზებინა, უარს როგორ ან რატომ ვეტყოდი, როცა კლუბის დაფინანსებისთვის სპონსპორს ამდენი ხანია ვეძებთ. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და სიცრუე, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ ამას ბოლო უნდა მოეღოს. ვიმეორებ, კლუბის დაფინანსება რომ შემოეთავაზებინა ყოფილ გუბერნატორს, უარს ნამდვილად არ ვეტყოდი,“ - ამბობს ბატონი ზაზა.
რეალურად თუ რასთან გვქონდა საქმე და შეესაბამებოდა თუ არა გოგუაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და გამგებლის პასუხი სიმართლეს, "გურიის მოამბე“ ყოფილ გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს დაუკავშირდა:
_ ბატონო გიორგი, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, გია გოგუაძე აცხადებს, რომ თქვენ მზად იყავით დახმარებოდით მუნიციპალიტეტს ლანჩხუთის „გურია“_ სთვის საჭირო თანხების მოძიებაში, რასაც ხელი გამგებელმა შეუშალა, ურუშაძე კი, თავის მხრივ ამბობს, რომ მის თხოვნაზე, კლუბს დახმარებოდით, თქვენ თქვით უარი , რეალურად რა მოხდა შეგიძლიათ გვითხრათ?
"ზაზა ურუშაძემ არაერთხელ მთხოვა კლუბისთვის დახმარების აღმოჩენა. როცა ამ საკითხთან დაკავშირებით ლანჩხუთში შეხვედრა მქონდა, რამდენმა ადამიანმა დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი, ეს ფაქტია. იმ შეხვედრიდან, საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ გუბერნატორი უხეშად ერეოდა ამ საკითხებში, რაც თურმე არ იყო ჩემი საქმე და იყო მხოლოდ მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი".
_ რაზე ვერ შეთანხმდით და გამგებლის პოზიცია როგორი იყო, როცა მიგანიშნეს, რომ თქვენ არ უნდა ჩარეულიყავით ამ საკითხში, მით უფრო როცა, ურუშაძემ თავად გთხოვათ დახმარება?
ზაზა ურუშაზე არის გამგებელი, რომლის დაქვემდებარებაში არის როგორც კლუბი, ასევე მთლიანად მუნიციპალიტეტი და საბოლოო ჯამში მისი გადასაწყვეტი იყო, როგორ პოზიციას დაიჭერდა. იქ უთანხმოება გამოიწვია იმან, თუ ვინ უნდა ყოფილიყო კლუბის ხელმძღვანელი. ჩემი მოსაზრება იყო, რომ რადგან გუნდი იყო პრობლემური, ხელმძღვანელობა ყოფილიყო რეალურად შერჩეული, ანუ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას მიქცეოდა ყურადღება და სპეციალისტების, ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების მოსაზრებები, მათი ხედვები გაგვეგო და ამის შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილება, დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით. ამაზე წამოვიდა უთნხმოება, რადგან ხელმძღვანელობა მათი მხრიდან უკვე გადაწყვეტილი იყო და ეს ყველაფერი ჩემთან შეთანხმების გარეშე გააკეთა გამგებელმა. ამიტომ, გასაგები დარჩა ჩემთვის, თუ რისი გადაწყვეტა სურდათ მათ საბოლოო ჯამში".
_ გამგებლის მხრიდან იყო სურვილი, რომ თანხების მოძიებაზე გეზრუნათ თქვენ და მას განეკარგა ერთპიროვნულად ?
"ჰო, მე უნდა მეზრუნა თანხის მოძიებაზე, მაგრამ ჩემი მოსაზრების გამოთქმისგან უნდა შემეკავებინა თავი, ეს მიუღებელი იყო მათთვის. მე მიმაჩნდა, რომ კლუბთან დაკავშირებით გამოცდილი ადამიანების აზრი მოგვესმინა და არა ისე, ერთპიროვნულად გადაწყვეტილიყო ყველაფერი. რომ გამგებელი დამოუკიდებლად, ყველანაირი შეთანხმების გარეშე მიიღებდა გადაწყვეტილებას.
_ ამ წინააღმდეგობამ გამოიწვია ის, რომ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს?
"გამგებელს არ გამოუხატავს იქ რაიმე საწინააღმდეგო პოზიცია. პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს იმ ადამიანებმა, ვინც იმ დროს ხელმძღვანელობდნენ კლუბს. მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ სხვა, ალტერნატიული ჯგუფებისთვისაც მიგვეცა აზრის გამოთქმის საშუალება კლუბის მენეჯმენტთან, მის განვითარებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით".
_ და როგორი იყო გამგებლის პოზიცია, როცა ამ ადამიანებმა შეხვედრა დატოვეს, თავისი მოსაზრება არ გამოუხატავს მომხდართან დაკავშირებით?
"გამგებელმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო მეორე დღეს, როცა კლუბის ხელმძღვანელობა დანიშნა ჩემთან შეთანხმების გარეშე. ამით სრული პასუხისმგებლობა მან აიღო კლუბის წინაშე და ეს ჩემთვისაც იყო ერთგვარი მინიშნება, რომ არაფერში აღარ ჩავრეულიყავი. ეს ძალზე წამგებიანი პოზიცია იყო იმ დროისთვის, მაგრამ ამაზეც არ არის საუბარი, მთავარი მაშინ ის იყო, კლუბი გამოგვეყვანა მდგომარეობიდან და დაგვეყენებინა ფეხზე სწორი მიმართულებით. ამაზე გამოვხატე მე ჩემი პოზიცია, რაზედაც საბოლოო ჯამში დაიწყო მუნიციპალიტეტში საუბარი, გუბერნატორი რატომ ერევა და ლამის ბოდიშის მოხდამდე მივიდა საქმე. აღვნიშნე ისიც, რომ მე გამგებლის თხოვნით ვაკეთებდი იმას, რაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ გამოვიდა ისე, როგორც გამოვიდა, გამგებელმა აიღო თავის თავზე სრული პასუხისმგებლობა, რომ ემართა კლუბი.

თეა იოსელიანი - გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42