უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი შვეიცარიის ელჩთან დაკავშირებით ბიზნესმენ არჩილ ვეკუას განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც მოისმინა „ფანტასტიკის სფერო“ ჰგონია.
დეპუტატი მზად არის ვეკუას შეხვდეს და ბიზნსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბროს.
"პარლამენტში ჩემი ამოცანა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, არის ისიც, რომ ჩემს ქვეყანაში არც ერთ ბიზნესმენს არავისგან, არასდროს, არანაირი პრობლემა არ შეექმნას", - განაცხადა ხიდაშელმა.
ბიზნესმენ არჩილ ვეკუას და მისი ადოკატების ინფორმაციით, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი თურქ ბიზნესმენს ალი რიზა კიზილდაგს მფარველობს, რომესაც ქართულმა სასამართლომ ვეკუას სასარგებლოდ 313 000 ლარის გადახდა დააკისრა.
მათი ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ბეხლერის მიერ გაკეთებული განცხადებები სასამართლო სისტემაში არსებულ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






