“ჯოკია ბოდოკია იყო საშუალო რანგის ჩინოვნიკი. ჯოკია ბოდოკია არ იყო მაღალჩინოსანი, ის იყო ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი, რომელსაც გავლენა ნამდვილად არ ჰქონია. რატომ გამორიცხავთ იმას, რომ შესაძლოა იგი ცდილობდა მოეტყუებინა ეს ადამიანი და მისი მხრიდან თაღლითურ ქმედებას ჰქონდა ადგილი? ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. რა შუაშია ალექსანდრე მარგიშვილი? ის არ იყო საბჭოს წევრი.. მსგავსი საბჭო არის კულტურის სამინისტროშიც და იქაც საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, ეს საბჭო სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული, ისევე როგორც ჩვენთან. გამოდის, რომ საკითხს უნდა გაევლო საკმაოდ რთული პროცედურები და ეს არის ის თემა სადაც ინდივიდუალურ ადამიანებს ვერ ექნებოდათ გავლენა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ეს განცხადება თბილისის მერმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






