ივანიშვილი თქმით ამ ორგანიზაციების ტენდეციურობის ეჭვები ჩნდება, ვინაიდან, მისი თქმით, "ზოგჯერ თუ ხშირად თანხვედრაში მოდიან ნაციონალური მოძრაობის აგიტაციასთან, სიცრუის მანქანასთან".
"გავიხსენოთ ის ცნობილი კადრები წამების, ადამიანის პირად ცხოვრებაზე, რაც ათიათასობით ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, რაზეც დავპატიჟეთ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კოჟორიძე და გიგაურიც იქ იყვნენ, ლომჯარიაც, თუმცა მასზე ნაკლებად ვაკეთებ აქცენტს, რამეთუ უფრო მეტი კორექტულობა შემიმჩნევია მასში.
მათ დემონსტრაციულად მოითხოვეს, არ ეყურებინათ ეს კადრები. მეც არ მინახავს ისინი, არ დამაინტერესა, თუმცა მითხრეს, რომ იქ ვინმეს ამოცნობა შეუძლებელი იყო. ამავე დროს, მათ დაიწყეს კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში "ისევ გვისმენენ". ანუ ჯერ დახურეს თემა და მერე ისევ დაიწყეს, რომ გვისმენენ. მოხდა აქცენტების გადმოტანა". - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






