"ივანიშვილი ხაინდრავას და ადამაშვილის მესიჯ ბოქსზე ზის"- გიგაური ივანიშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 10:34, 27 Apr, 2015     3232
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვენელმა ეკა გიგაურმა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.
„დავიწყოთ იქიდან, რომ საერთო ჯამში გადაცემის მთავარი არსი ვერ გავიგე. რაც გავიგე, არის ის, რომ:

1. კრიტიკას ვერ იტანს, ჩვენი ანგარიშები არ წაუკითხავს და არც ანალიზს გაცნობია ზედმიწევნით.

2. კამპანია “ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ” არამართებულად და უადგილოდ მიაჩნია, კიდევ კარგი არ იცოდა, რომ საკონსტიტუციოში უკვე ჩაინიშნა ჩვენი სარჩელის განხილვა, სადაც მისთვის მისაღებ ანუ შსს მიერ ჩვენს საუბრებზე პირდაპირი წვდომის ნორმას ვასაჩივრებთ, თორემ არც სასამართლოსთვის დირექტივის მიცემას მოერიდებოდა.

3. მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოება სახეზე ცნობდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ციხეში აწამეს და გააუპატიურეს (ალბათ ასე წარმოუდგენია მას ამ ხალხის რეაბილიტაცია), ხოლო მე და კახა კოჟორიძე თუ ამას ვეწინააღმდეგებოდით და ეფექტურ გამოძიებას ვითხოვდით, “ნაცები” ვყოფილვართ (იმედია გაარკვევს, რომ წამების ყველა ფაქტი ჯერ არ არის გამოძიებული და არც ყველა მოძალადე დასჯილა.. კარგი იქნება თუ პროკურატურასაც ასე გულანთებული გააკრიტიკებს). ისე, არც შსს-ში შექმნილი ვიდეო არქივის საქმე გამოძიებულა, ესეც ჩემი ბრალია ალბათ..

4. და ბოლოს, ცხადია ხაინდრავას და ადამაშვილის მესიჯ ბოქსზე ზის, უფრო სწორედ ესენი ასრულებენ მის დავალებას (იმედია იცის, რომ მათ უკვე ვუჩივლე სასამართლოში)… ანალიზი ყველამ თვითონ გააკეთოს. ისე, შსს თუ გამჭვირვალე და აპოლიტიკურია, ორი თვეა ვითხოვ იმ დოკუმენტებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემთვის 8 წლის წინანდელ სამსახურში უმცროსი წოდების მინიჭებას, მაგრამ არ მაძლევენ, აქაც რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, თორემ შსს ხომ მომაწვდიდა, რა აქვს დასამალი.

მგონია, რომ სიტუაცია საერთო ჯამში კომიკური იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საკუთარი ტელევიზიის საკუთარი გადაცემიდან, თავისი ექსპერტების მეშვეობით აკრიტიკებდა მედიას და არასამთავრობოებს და მათ წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, მაშინ როდესაც თვითონ ბოლო ორი მთავრობის მთავარი დამფინანსებელი იყო.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაზე სწორი აზრი ალბათ ის იყო, რომ პოლიტიკური თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის პირის მიერ მაშინვე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მთავრობის მონიტორინგს ახორციელებს. ეს ერთადერთი სწორი ანალიზი იყო…. მე ვეთანხმები! თქვენ?“, - წერს ეკა გიგაური „ფეისბუქში“.

ივანიშვილმა ეკა გიგაური გადაცემა „კვრის 2030“-ში გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი კვლევები ტენცენციურია, ეკე გიგაურს პირადული ინტერესი აქვს და ანალიზს ობიექტურად ვერ აკეთებს.
ნინო ზედგენიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42