ომბუდსმენის საგანგებო განცხადება გურჯაანში მომხდარ ინციდენტზე
პოლიტიკა - 09:33, 27 Apr, 2015     1315

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გურჯაანში მომხდარი ინციდენტების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში გურჯაანში „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ. საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა ადეკვატურად შეფასდეს მომხდარი, გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და სათანადო სამართლებრივი შედეგები დადგეს მათ მიმართ.

20 აპრილს გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად შენობის დატოვება აიძულეს. დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის 21 აპრილს, გურჯაანის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზეც ჰქონდა ადგილი. მომდევნო დღეს, 22 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს, პარლამენტის წევრს ირმა ნადირაშვილს და მათთან ერთად მყოფ პირებს კვერცხები ესროლეს.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით მსგავსი დაპირისპირება ბოლო პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის. მნიშნელოვანია, თითოეული ასეთი ფაქტის ძალზე დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო გამოძიების შედეგებისა და გატარებული ზომების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჭირდება შეაკავოს მსგავსი ფაქტების განმეორება, არაეფექტური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა შესაძლოა ერთ–ერთი წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ამავდროულად, 20 და 22 აპრილს გურჯაანში მომხდარი ინციდენტების შესწავლისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამართალდამცავთა როლს – რამდენად ეფექტურად განახორციელეს საკუთარი საქმიანობა და რამ შეუშალათ ხელი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობის ორგანოებისა თუ მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირებაში. სახალხო დამცველი მანამდე არაერთხელ მიუთითებდა ასეთ ინციდენტებში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მონაწილეობის უარყოფით მხარეებზე, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი საქმიანობის ეჭვის ქვეშ დაყენების შესახებ. აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს.

თუ ცალკეული პირების ქმედებებში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჭრილში გარემოებების შეფასება. ასევე, თუ ცალკეული საჯარო მოხელეების კონკრეტული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენს, უნდა შეფასდეს, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული დისციპლინურ გადაცდომას. საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე რეაგირებას ყველა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42