„პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. მან თქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შევიდოდა რეზიდენციაში, ორი მიზეზის გამო: პირველი იყო ის, რომ რეზიდენცია მისთვის ასოცირდებოდა 9-წლიან რეჟიმთან და მეორე - ამ შენობაზე დაიხარჯა ძალიან დიდი რესურსი და ეს რესურსი აუცილებლად ხალხს უნდა დაბრუნებოდა. დასკვნა მარტივია: როდესაც ხდება ასეთი მკაფიო განცხადების გადათქმა, ასეთ დროს ორი რამ უნდა ვიფიქროთ - ან შეიცვალა პრეზიდენტის დამოკიდებულება 9-წლიანი რეჟიმის მიმართ, ან პრეზიდენტს აღარ ემეტება გარკვეული რესურსი ხალხისთვის დასაბრუნებლად“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნს თქმით ავლაბრის რეზიდენცია უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენცია იყო.
„ავლაბრის რეზიდენცია სააკაშვილის რეზიდენცია იყო, აქ არის პრინციპული განსხვავება“, - აღნიშნა კობახიძემ და კომენტარი იმ მოსაზრებასტან დაკავშირებითაც გააკეთა, რომ ავლაბრის რეზიდენცია ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილისთვის მზადდებოდა:
„ვანო მერაბიშვილისთვის მზადდებოდა თუ არა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და გარკვეული ეჭვები შეიძლება გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის ამზადებდა სააკაშვილი ამ რეზიდენციას“, - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






