„ეჭვგარეშეა, რომ ეს ხელშეკრულება ხაზს უსვამს საქართველოს პრეტენზიებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების, როგორც სახელმწიფოს ნაწილის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, გვიწევს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ აღმოსავლელ მეზობელს, რომ საქართველოს ეს ე.წ „ტერიტორიული მთლიანობა“, იმ ფორმატში, რასაც თბილისი გულისხმობს აღარ არსებობს უკვე 1993 წლიდან.
აფხაზეთი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, წარმოადგენენ დამოუკიდებელ, სუვერენულ საერთაშორისო აღიარების მქონე სახელმწიფოებს. რომლებსაც გააჩნიათ დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. აფხაზეთი აქტიურად ავითარებს თავის საერთაშორისო კონტაქტებს და იძენს ახალ მოკავშირეებს და პარტნიორებს.
აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელების ნათელი მტკიცებულებას წარმოადგენს თანამშრომლობის დინამიური განვითარება სტრატეგიულ პარტნიორთან, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ რუსეთთან და იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნეს .
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ წარსული დროის სტერეოტიპებით და გადმონაშთებით ცხოვრობს და ცდილობს არა მარტო შეინარჩუნოს მითი საქართველოს არარსებული „ტერიტორიული მთლიანობის“ შესახებ, არამედ არაფრისმთქმელ და არსებულ პოლიტიკურ რეალობის საწინააღმდეგო დოკუმენტებზე ხელმოწერით, ეს მითი თავს მოახვიოს სხვა ქვეყნებსაც.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






