პრემიერმა ბიზნესმენებს იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო.
პოლიტიკა - 18:33, 25 Apr, 2015     1430
სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, – იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს დღეს ქუთაისში გააცნო.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც რეგიონს სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქვს.

იმერეთში შესაძლებელია მევენახეობა-მეღვინეობის,მემწვანილეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, სასათბურე მეურნეობის, სამაცივრე მეურნეობის, რძის, ხილის გადამამუშავებელი მრეწველობის, მეფრინველეობის, თხილის წარმოების, მარცვლეულის წარმოების, ჩირის, დაფნის, აბრეშუმის, ბაღჩეული კულტურის წარმოების განვითარება.
გარდა ამისა, ხონში არის მეაბრეშუმების განვითარების, ხოლო სამტრედიაში- სიმინდის წარმოების რესურსი; ზესტაფონში კი არის ტბორის თევზის წარმოების, ბოსტნეულისა და სოკოს სასათბურე მეურნეობების განვითარების პერსპექტივა.

„რაც შეეხება წარმოების განვითარებას, – ჭიათურას აქვს კვარცის ქვიშის მოპოვების, მარმარილოს წარმოების, ბროლისა და მინის წარმოების, ხილის გადამუშავების განვითარების რესურსი; ბაღდათში არის ქართული ყურძნის ჯიშების წარმოების განვითარების პერსპექტივა; ვანს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, სამშენებლო წარმოების, ავეჯის წარმოების, სამკერვალო წარმოების, კვების მრეწველობის განვითარების პოტენციალი; ზესტაფონში არის ღვინის წარმოების, ცეცხლგამძლე აგურის წარმოების, საკონსერვო წარმოების რესურსი; თერჯოლას აქვს რესურსი ბეტონის კონსტრუქციების წარმოებისათვის; საჩხერეს – სამთომოპოვებითი მრეწველობის, კერამიკული თიხის წარმოების განვითარების რესურსი; ხარაგაულს – ხე-ტყის გადამუშავების, ავეჯის წარმოების, მარმარილოს გადამუშავების რესურსი; ხონს აქვს რესურსი აგურისა და კრამიტის წარმოებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარების მიმართულებით გამორჩეულად პერსპექტიულია წყალტუბოს პოტენციალი; საინტერესო რესურსები არსებობს ბაღდათში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ვანში, ხარაგაულში, ხონში, ასევე განსაკუთრებულია გელათის, ბაგრატის ტაძრის, მოწამეთას და კაცხის სვეტის მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონი მდიდარია ინერტული და წიაღისეული მასალებით, მინერალური და მტკნარი წყლით.

პრემიერის ინფორმაციით, იმერეთში 29 მილიონ ლარამდე ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება – ინვესტიციები ჩაიდო ქუთაისსა და ზესტაფონში – „სმარტისა“ და ცნობილი ბრენდის სწრაფი კვების ობიექტის ამუშავებაში, გასამართ სადგურებში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, სასათბურე მეურნეობაში, მეორადი პლასტმასების გადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში და ა.შ.

მთავრობის მეთაურმა ასევე დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და ბიზნესმენებს იმერეთში აქტიურობისკენ მოუწოდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42