,,საქართველოში ადამიანებს დასჩემდათ, რომ ზოგიერთი მსხვერპლის როლს თამაშობს, ზოგი მოძალადის როლს ირგებს და ზოგიერთი ჩემთვის საერთოდ გაუგებარ როლში შედის და იქედან საუბარს იწყებს. თუკი რეზიდენციაზე საუბარი რაიმე დისკრედიტაციას ემსახურება, მაშინ ამ დისკრედიტაციის სათავეში გიორგი მარგველაშვილი დგას, რადგან მას განცხადებები თავად აქვს გაკეთებული. მან თქვა, რომ ავლაბრის „გარყვნილ შენობაში“ არ შევიდოდა. არ მგონია, რომ ახლა მსხვერპლობანას თამაშის დროა და იმის თქმის დროა, რომ თურმე, ინსტიტუტებს უტევენ. ამ თემაზე საუბარი მარგველაშვილისგან დაიწყო და მაშინ გამოდის, რომ ინსტიტუტებს ის უტევს. არაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ თავის დროზე, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რეზიდენციაში შესვლაზე უარს ამბობდა და რეზიდენციის მიმართ გაცილებით უფრო მძიმე სიტყვებს იყენებდა. არ მგონია, რომ ვინმეს ისრების გადატანა და მსხვერპლობანას თამაში ღირსებას მატებდეს“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






