,,ჩემი და ივანიშვილის ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს ემთხვევა“ - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა - 16:02, 25 Apr, 2015     12503
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობით ამაყობს და სურვილი აქვს, რომ ეს ურთიერთობა ბევრი წელი გაგრძელდეს. ამის შესახებ ხიდაშელი ,,for.ge“-სთან ინტერვიუში საუბრობს. კანონმდებელის თქმით, მისი და ივანიშვილის ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს ემთხვევა და მან წინასწარ იცის, ამა თუ იმ საკითხზე ივანიშვილი რას ფიქრობს. თინა ხიდაშელი ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ივანიშვილის შეფასებას ეხმაურება, ის არ ფიქრობს, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია.

,,ეს არაფორმალური მმართველობა არ არის. არაფორმალური მმართველობა მხოლოდ ისაა, როდესაც მთავრობის ნაცვლად გადაწყვეტილებებს ხელისუფლების გარეთ მყოფი პირი იღებს, თავად ხელისუფლება კი, ამ პირის ნების აღმსრულებელია. ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული თემის თაობაზე კითხვით, რეკომენდაციით თუ მისი პოზიციის დაფიქსირების მიზნით, რამდენჯერაც არ უნდა დავურეკო, ეს არაფორმალური მმართველობა არ იქნება“ - აცხადებს ხიდაშელი.

რამდენად ხშირად ურეკავს ის ყოფილ პრემიერს და არის თუ არა მისი აზრი ღირებული, ხიდაშელი ამბობს, რომ ივანიშვილის და მისი ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს ემთხვევა.

,,მას მე ნაკლებად ვურეკავ, მაგრამ მისთვის დამირეკავს კიდეც. როდესაც იცი, რომ ქვეყანაში ადამიანი არსებობს, რომლის აზრიც, ალბათ, ბევრისთვის ყველაზე მეტად ანგარიშსგასაწევი და საინტერესოა, მას აზრი უნდა ჰკითხო. როდესაც ქუჩაში მიტინგი იყო და ტაბურეტკებით დარბოდნენ, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად დავურეკავდი და დიახ, დავურეკე კიდეც. პრინციპში, მისი აზრი ვიცოდი და გასარკვევი არაფერი მქონდა. მის პოზიციაში დარწმუნებული ვიყავი. ჩვენი ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს იმდენად ემთხვევა, რომ რაიმეს გარკვევა დიდად არ მჭირდება. წინასწარ ვიცი, მას ასეთი ტიპის მნიშვნელოვან საკითხზე რა დამოკიდებულება ექნება. მას დავურეკე, რადგან მინდოდა, რომ მისი აზრი ჩემს გარდა, სხვებსაც სცოდნოდათ. რა თქმა უნდა, მასთან ურთიერთობა მაქვს, რითაც ვამაყობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ურთიერთობა ბევრი წელი გაგრძელდეს“ - აცხადებს ,,რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42