NGO- ები ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონპროექტზე ფართო მსჯელობას მოითხოვენ
პოლიტიკა - 14:03, 25 Apr, 2015     1249
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას და პარლამენტს მიმართავს, რომ კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გასაღების გამიჯვნას ისახავს მიზნად, საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანი გახდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები და ჯგუფები ვეხმაურებით კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გასაღების გამიჯვნას ისახავს მიზნად.

აღვნიშნავთ, რომ პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და კომერციული მიზნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის სამართლებრივი შედეგების გამიჯვნის პროცესის დაწყება პოზიტიურია. თუმცა, თავად წარმოდგენილი კანონპროექტი ფრაგმენტული ხასიათისაა და რეალური პრობლემის მასშტაბს არ შეესაბამება. ნარკოტიკული დანაშაული სახელმწიფოების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნათელია, რომ რეპრესიული პოლიტიკა არ წარმოადგენს ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებას და საჭიროა კომპლექსური ხედვის არსებობა, მიდგომების გამიჯვნა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისა და გამსაღებლების მიმართ, ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასთან ერთად, წამალდამოკიდებული პირების რეაბილიტაციაზე და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციაზე ზრუნვა.

წლების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირების წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკა განსაკუთრებული სიმკაცრით ვლინდება, რასაც თან ახლავს უსამართლო და ღირსების შემლახავი პრაქტიკა და სასჯელი, მძიმე მატერიალური ტვირთი მსჯავრდებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, დამატებითი სტიგმატიზაცია და გარიყვა.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან, ამ დრომდე არ მომხდარა სისტემური ცვლილებების ინიცირება ან დისკუსიის დაწყება ამ საკითხების ირგვლივ. ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, წინასწარი განხილვებისა და კონსულტაციის გარეშე წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ფრაგმენტული და არასისტემურია. როგორც ცნობილია, აღნიშნული ინიციატივის განხილვა არ მომხდარა სათემო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან ან სხვა აქტიურ ჯგუფებთან. საკითხი მათ შორის არ განხილულა იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებშიც.

ნარკოპოლიტიკის საკითხის სიმწვავისა და აქტუალობის გათვალისწინებით არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივების განხილვა ღია და წარმომადგენლობით ფორმატში მოხდება. ამ პირობებში ეროვნული ხელისუფლების მიერ შერჩეულ ფორმატს არ ამართლებს განმარტებით ბარათში მოშველიებული არგუმენტი საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტი არსებითად ხარვეზიანი და მოუმზადებელია. კანონპროექტის ავტორები ყურადღების მიღმა ტოვებენ პრაქტიკულად ყველა ძირითად პრობლემას, მათ შორის:

ნარკოტიკული ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის დაწესებული არაგონივრული სასჯელი უცვლელი რჩება;

გაუმიჯნავია ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა/შენახვის მიზნები;

უცვლელია ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხა, რაც არაადეკვატურად მკაცრი სასჯელების დაკისრების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს;

ამასთან, კანონპროექტშივე არაპროპორციულად მკაცრია სასჯელი პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის.

საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და აღწერილი პრობლემებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, საკითხზე საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე, უზრუნველყონ წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრის გამართვა მომხმარებელთა თემის ექსპერტების, ორგანიზაციების და ყველა აქტიური ჯგუფის მონაწილეობით, რომელსაც ასევე დაესწრებიან კანონპროექტის ავტორები და ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, შესაბამისი საკანონმდებლო პროცესის დაწყებამდე, შეიქმნას შესაძლებლობა საკითხის ღიად და საფუძვლიანად განხილვისთვის.“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, კამპანია “ბექა არ არის კრიმინალი”, “მსოფლიო ექიმები, საქართველო - საფრანგეთის წარმომადგენლობა”, “თანადგომა”, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი, “ახალი ვექტორი”, “რუბიკონი”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42