"ლოცვა უნდა გავაძლიეროთ... პატრონი, ჭკუათმყოფელი არ ჩანს"- ნათია ფანჯიკიძე
სოც.მედია - 11:47, 25 Apr, 2015     4231
გადაცემა "რეაქციაში" გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"წყალი არ გაუვა, საქართველოს ნამდვილად ღვთისმშობელი ან მასზე გავლენიანი ზეძალა, თავად ღმერთი იფარავს.
ფული რისთვის უნდოდა არ მიკითხავსო, - ასე გამოდის ხო? რა საყვარლობაა, ამაზე ვერც გაბრაზდები, ლოცვა კი უნდა გავაძლიეროთ, სანამ ასეთ დღეში ვართ, რამე სერიოზული არ შეემთხვეს ქვეყანას, თორემ პატრონი, ჭკუათმყოფელი არ ჩანს."- წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, ადვოკატ სოსო ბარათაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი კომუნიკაციების მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის აუცილებლობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განკარგულებაზე ხელის მოწერით დაადასტურა.
„რომ არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საჭიროდ ვთვლით განმარტება გავაკეთოთ. პრემიერ-მინისტრმა, როგორც მთავრობის მეთაურმა, რა თქმა უნდა, ხელი მოაწერა თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულებას, თუმცა იქ საუბარი იყო მხოლოდ თანხის გამოყოფაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ. ხოლო რაში უნდა დახარჯულიყო ეს თანხა, ეს სრულად მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას პასუხისმგებლობაა“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია „სილქნეტი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, „სილქნეტმა“ 6 მილიონი ლარი მიიღო.

ო'ენ ენი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42