პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული შალვა აბულაძის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე ამბობს, რომ პროკურატურამ მას „სამართლებრივი ბორკილები“ დაადო. „ნიუპოსტთან“ საუბარში ჩუბინიძე განმარტავს, რომ პროკურატურამ მას „საქმეში არსებული დარღვევების გასაჯაროება აუკრძალა“.
„დღეს ვიყავი პროკურატურაში. მათ მითხრეს, რომ საქმეში არსებული დარღვევების და სისუსტეების შესახებ ინფორმაცია აღარ გავასაჯაროო და ვილაპარაკო. სამართლებრივი მექანიზმი და ბორკილები გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს მიმართაც სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მე ვიტყვი, რომ პროკურატურას უამრავი დარღვევა აქვს ამ საქმეში“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
შეგახსენებთ, შალვა აბულაძეს ბრალად პოლიციელების მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედება.
მასალის გამოყენების პირობები






