ენერგოტარიფი - კალაძე-ღარიბაშვილის დაპირისპირების მიზეზი
პოლიტიკა - 16:04, 24 Apr, 2015     6033

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნაზე განმარტებას აკეთებს და პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოციალური ქსელით პასუხობს.

როგორც კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიებს სრული უფლება განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კომისია კანონით ვალდებულია საჯარო განხილვები დაიწყოს.

„გვსურს მოსახლეობას განმარტება მივცეთ მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების დათვლაზე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ ბევრმა არასწორად აღიქვა.

ენერგეტიკაში, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში მუდმივად მუშაობს დაახლოებით 15 000 ადამიანი, ეს არის ხალხი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, ყოვედღიურად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მომარაგებას სითბოსთვის, სინათლისთვის საჭირო ყველა პროდუქტით. ამ ადამიანების შრომის შედეგი ვრცელდება ქვეყნის კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიოტირებზეც კი.

მოსახლეობის მომსახურებას ახდენს რამდენიმე კერძო კომპანია, მათ აქვთ სრული უფლება განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კომისია კანონით ვალდებულია საჯარო განხილვები დაიწყოს.

შეგახსენებთ რომ, ქვეყანაში არსებული არცერთი მარეგულირებელი კომისია არ იმყოფება მთავრობის, ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში - ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობა, საჯაროობა კანონით არის რეგულირებული.

ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სექტორში არსებული ყველა კომპანიის, დეველოპერის, ინვესტორის სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას ქვეყანაში.

შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა- ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სემეკს მოუწოდებს შიდა საუბრებს საჯაროს ნუ გახდიან, რადგან ეს მოსახლეობას ძაბავს. მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

შეგახსენებთ, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით უკვე მიმართა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური მათ 30%-ით გაუძვირდათ.

საბოლოო გადაწყვეტილება, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სემეკმა უნდა მიიღოს. ასევე მისი გადასაწყვეტია ტარიფის კორექტირება ფიზიკურ პირებს შეეხებათ თუ იურიდიულ პირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42