„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, როდესაც შეცდომაზე საუბარი ხდება, პრემიერი მინისტრებს ტუქსავს.
„თავისუფალ დემოკრატებს“ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ელექტროენერგიის საფასური მოიმატებს.
"მეხანძრის როლს ასრულებს ჩვენი პრემიერი. ჯერ რაღაც უბედურება მოხდება ქვეყანაში, შემდეგ ხდება ამ შეცდომებზე საუბარი, მინისტრთა კაბინეტის დატუქსვა“, - განაცხცადა ცაგარეიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სემეკს მოუწოდებს შიდა საუბრებს საჯაროს ნუ გახდიან, რადგან ეს მოსახლეობას ძაბავს. მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
შეგახსენებთ, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით უკვე მიმართა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური მათ 30%-ით გაუძვირდათ.
საბოლოო გადაწყვეტილება, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სემეკმა უნდა მიიღოს. ასევე მისი გადასაწყვეტია ტარიფის კორექტირება ფიზიკურ პირებს შეეხებათ თუ იურიდიულ პირებს.
მასალის გამოყენების პირობები






