საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას ბათუმში უმასპინძლა
პოლიტიკა - 15:45, 24 Apr, 2015     1182
ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დღეს ქალაქ ბათუმს ეწვია. ალექსანდრე ლუკაშენკომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართა.

ქალაქ ბათუმს დღეს საქართველოს პრეზიდენტიც ეწვია. გიორგი მარგველაშვილი ბელარუს კოლეგას ვიზიტის ბოლოს კიდევ ერთხელ პირისპირ არაფორმალურ გარემოში შეხვდა.

ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ქალაქების ბათუმისა და ბრესტის დამეგობრობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. ღონისძიებას ორივე ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრნენ.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა მედიასთან შემაჯამებელი განცხადებები გააკეთეს.

ბელარუსის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და ქვეყნებს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა დიპლომატიური წარმომადგნელობის გახსნასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობის გაღრმავებას.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისთვის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა :

„ჩვენ ვიმუშავეთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ პროექტების უკან დგას ის ფაქტი, რომ ბელარუსი აღრმავებს თავის ურთიერთობას საბაჟო კავშირის მიმართულებით და საქართველო აღრმავებს თავის ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირის მიმართუელბით. ამ ურთიერთობის უკან დგას ის ფაქტი,რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ არჩევანს და ამ არჩევანიდან ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი მოვუტანოთ ჩვენ ქვეყნებს.

გუშინ მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ სხვადასხვა ბლოკებში გაერთიანებას ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობებს და არა როგორც ბარიერების შემქმნელ ფენომენს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომპრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით საქართველომ დაინახა ნამდვილი მეგობარი, რომელიც პატივს ცემს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ამ წინაპირობებზე დაყრდნობით ფიქრობსმაქსიმალური ურთერთობების გაღრმავებასა და საერთო მშვიდობიანი გარემოსთვის ერთობლივ მუშაობაზე.

ბელარუსის პრეზიდენტის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მინსკი გახდა ის, ადგილი სადაც ბევრი პროცესი თავის მშვიდობიან გამოსავალს პოვებს.პრეზიდენტ ლუკაშენკოს იცნობენ როგოროც ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გაუკეთა ჩვენს მეზობლებს და მეგობრებს, ასეთ ადამიანთან მეგობრობა და პარტნიორიბა დარწმუნებული ვარ იქნებაწინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოსთვის ისე რეგიონისთვის და ბელარუსისთვის.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42