საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახით ნამდვილი მეგობარი დაინახა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ბრესტისა და ბათუმის დამოგობრების ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბელორუსიის პრეზიდენტი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს.
„პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით, საქართველომ დაინახა ნამდვილი მეგობარი, რომელიც პატივს სცემს ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და ამ წინაპირობებზე დაყრდნობით ფიქრობს მაქსიმალური ურთიერთობების გაღრმავებას. ბელარუსის პრეზიდენტის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მინსკი გახდა ის ადგილი, სადაც ბევრი პროცესი თავის მშვიდობიან გამოსავალს ჰპოვებს. პრეზიდენტ ლუკაშენკოს იცნობენ ადამიანად, რომელმაც ძალიან ბევრი გაუკეთა ჩვენს ყოფილ მეზობლებს და მეგობრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ადამიანთან მეგობრობა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






