ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით, ბელარუსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, რაც ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებშიც დადასტურდა.
მისი თქმით, ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებაში სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა ხაზგასმული.
"როგორც მე გავეცანი, დოკუმენტებში ხაზგასმით იყო აღნიშნული ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით, შეიძლება საუბარი ნებისმიერ თანამშრომლობაზე ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ბელარუსთან, რომელიც იზიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტოიულ მთლიანობას. ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მოხდა აზრების გაცვლა",-განცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






