,,თბილისი 2015“ თავისი არსით ზუსტად ემთხვევა იმ კურსს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია- პრემიერი
პოლიტიკა - 13:02, 24 Apr, 2015     1083

2015 წლის ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“-ის სამზადისს 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეაფასებენ.


შემაჯამებელი სემინარი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრებს, სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებსა და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს საქართველოში ვიზიტისთვის და “თბილისი 2015” -ი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებად შეაფასა.


„ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება. თბილისი პირველია პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც ასეთი პატივი ერგო. ის, რომ თბილისი ამ ფესტივალის მასპინძლად აირჩიეს, წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დიდი ნდობაა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ ეს ნდობა. მერწმუნეთ, ამ ღონისძიების გამართვა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული შეჯიბრება. ვფიქრობ, ,,თბილისი 2015“ თავისი არსით ზუსტად ემთხვევა იმ კურსს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია – ესაა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა,“–აღნიშნა პრემიერმა.


სემინარს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის (COCOM) წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი მოინახულებენ „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს და დაათვალიერებენ მშენებარე და განახლებულ სპორტულ არენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42