პრემიერ-მინისტრი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სემეკს მოუწოდებს შიდა საუბრებს საჯაროს ნუ გახდიან, რადგან ეს მოსახლეობას ძაბავს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„ამ ეტაპზე არ იგეგმება ელექტროენერგიის ფასის მომატება. გთხოვთ "ენერგო-პროს" წარმომადგენლებს, ენერგეტიკის სამინისტროს და მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები საჯარო არ გახდეს. მოსახლეობას ნუ ძაბავთ, ეს ძალიან გავს ხელოვნურ სპექტაკლს“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით უკვე მიმართა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური მათ 30%-ით გაუძვირდათ.
საბოლოო გადაწყვეტილება, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სემეკმა უნდა მიიღოს. ასვე მისი გადასაწყვეტია ტარიფის კორექტირება ფიზიკურ პირებს შეეხებათ თუ იურიდიულ პირებს.
მასალის გამოყენების პირობები






