საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება არ მოხდება.
ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა.
„ამაზე მხოლოდ „ენერგო-პრო ჯორჯია“ საუბრობს და ეს მისი შემოთავაზებაა. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია რამე. სექტემბრამდე მოლაპარაკებებისთვის დროა. საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ტარიფის ცვლილება არ მოხდეს. ეს იქნება ზედმეტი ხარჯი მოსახლეობისთვის და შესაბამისად, გაცნობიერებული გვაქვს როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ხალხი არ დაზარალდეს“, - განაცხადა მიროტაძემ.
შეგახსენებთ, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით უკვე მიმართა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური მათ 30%-ით გაუძვირდათ.
საბოლოო გადაწყვეტილება, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სემეკმა უნდა მიიღოს. ასვე მისი გადასაწყვეტია ტარიფის კორექტირება ფიზიკურ პირებს შეეხებათ თუ იურიდიულ პირებს.
მასალის გამოყენების პირობები






