მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებული პროლემების შესწავლა სასამართლომ უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დაადასტურა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსამართლის მიმართ სადისციპლინო სარჩელიც განიხილება.
თუმცა ქვეყნის პირველი მოსამართლე არ აკონკრეტებს არის თუ არა კავშირი სასამართლოში შესულ საჩივარსა და შვეიცარიის ელჩის განცხადებას შორის, სადაც გიუნტერ ბეხლერი საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. გვენეტაძეს არც ის უთქვამს, კონკრეტულად რომელი მოსამართლის წინააღმდეგ შევიდა სარჩელი.
„საჩივრის ავტორი მოსამართლეების მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის რამოდენიმე სახეზე. ეს არის კორუფციული სამართალდარღვევა, მოსამრლეთა მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება“, - განაცხადა გვენეტაძემ.
შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა დღეს პარლამენტის წევრებთან შეხვედრამდე კორუფციული ფაქტების შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. გიუნტერ ბეხლერის თქმით, საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები სერიოზულია. ელჩის თქმით, მას გააჩნია ინფორმაცია, რომ უცხოელი ინვესტორები შეშფოთებული არიან გარკვეული კორუფციული ფაქტების არსებობის გამო და ეს საკითხი შესაბამისმა უწყებამ უნდა განიხილოს.
მასალის გამოყენების პირობები






