რუსეთი შეეცდება ლუკაშენკოს ფაქტორი ,,რბილი ძალის პოლიტიკის“ გასატარებლად გამოიყენოს - ლაგაზიძე
პოლიტიკა - 19:46, 23 Apr, 2015     1786
ბელორუსიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზტს და ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს ,,ნიუპოსტთან“ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს.

_რას გულისხმობდა ლუკაშენკოს განცხადება „ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ადრე“?

_მოულოდნელი ნამდვილად არ არის მისგან ასეთი განცხადება, მას ადრეც აქვს გაცხადებული, ოღონდ მაშინ დსთ-ზე, რომ ის საქართველოს დსთ- ში დაბრუნებაზე იზრუნებს. იმ პირობებში, როდესაც პუტინი ყველაფერს აკეთებს ევრაზიული კავშირის შექმნისა და გაფართოებისთვის, ის ლუკაშენკოს ფაქტორს ალბათ გამოიყენებდა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია რუსეთის ახალი სტრატეგია, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში გავლენის გაფართოებას გულისხმობს, ამ სტრატეგიის ნაწილია საქართველოს მსგავს ქვეყნებზე გავლენების გაფართოება სწორედ ასეთი შუამავალი ბუფერული ქვეყნების მეშვეობით, რომლებიც ევრაზიული კავშირის წევრები არიან, მათ შორის ბელორუსი და სომხეთი, და მათი გავლით გავლენების მოხდენა საქართველოზე, რაც ნაკლებად მტკივნეული იქნება საქართველოს საზოგადოებისთვის. ამისთვის შესაძლებელია ბელორუსის და სომხეთის ეკონომიკების გამოყენებაც მოხდეს. ამ მხრივ ამ მესიჯის გაჟღერება ნიშანდობლივია. მას შეეძლო გვერდი აევლო საქართველოსთვის ამ მტკივნეული საკითხისთვის. როგორც ჩანს ამ თემებზე მისი ვიზიტისას საუბარი იყო. თავისთავად ნებისმიერი სახელმწიფო მეთაურის ვიზიტი და ნებისმიერი ქვეყნიდან შემომავალი ინვესტიცია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რაც რუსულ სტრატეგიას ეხება. რუსეთი ევრაზიულ კავშირის ქვეყნებს გამოიყენებს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად.

_როგორ ფიქრობთ საქართველოს ევროპული კურსის და ბელორუსის ევრაზიული კურსის პირობებში, რამდენად ლოგიკურია ამ ორ ქვეყანას შორის კავშირი, რომელზეც საუბარი იყო პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

_ლუკაშენკო უპირატესად ჩამოსული იყო, როგორც ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი. რუსეთი ცდილობს გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელსაც ორი ეკონომიკური ზონის ჰარმონიზაციის პოლიტიკა ჰქვია, რომელიც შეიძლება მომხიბლავ იდეად სჩანდეს, თუმცა რამდენად რეალისტურია, ეს სხვა თემაა. საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა და განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შემავალი, საინტერესოა ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნებისთვის. რუსეთს თავის დროზე ამ მოდელის ამოქმედების მცდელობა ჰქონდა უკრაინაში. ერთის მხრივ, ეს ეკონომიკურად შეიძლება მომხიბვლელი იყო, მაგრამ რა რისკებს შეიცავს რუსული ფულის სხვა ქვეყნების გავლით შემოდინება ეს დასათვლელია.

_თქვენ მიიჩნევთ, რომლუკაშენკ დღეს რუსეთის წარმომადგენელი იყო ?

_ამის გადაჭრით თქმა ძნელია. რუსეთი ცდილობს თავისი აგრესიული პოლიტიკა შეცვალოს რბილი ძალის პოლიტიკით. ამ რბილი ძალის პოლიტიკის სეგმენტია საქართველოზე გავლენის გასაძლიერებლად სხვა ქვეყნების გამოყენება. ამავდროულად ლუკაშენკომ უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე დასავლეთის თვალში თავისი რეაბილიტაცია მოახდინა. დასავლეთი იძულებული გახდა მისი რეაბილიტირება მოეხდინა, რადგან ბელორუსმა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ფონზე განსაკუთრებული მნიშნელობა შეიძინა. ლუკაშენკომ მინსკში უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგო, შესაძლოა „მადა ჭამაში მოდისო“ და ამ პრინციპით იგივე მისიით ჩამოვიდა საქართველოში, მისი ნატურის ადამიანისთვის ეს ფუნქცია უცხო არ იქნება.

_როგორ შეაფასებთ ლუკაშენკოს განცხადებას რომ საქართველოში არსად ყოფილა სოხუმის გარდა?

_ამ მხრივ ბელორუსის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში კარგა ხნის ცნობილია, ის არ დაყაბულდა რუსეთს და არ აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ეს ამაზე კიდევ ერთი ხაზგასმაა. ის, ფასადურად თუ რეალურად ცდილობს წარმოჩინდეს ლიდერად, რომელსაც პუტინისგან დამოუკიდებლად თამაშის ძალა შესწევს. ამის დეტალია ისიც, რომ ის რუსეთში არ მიდის 9 მაისს. მაგრამ საბოლოოდ ლუკაშენკო, მაინც ევრაზიული კავშირის სივრცის ნაწილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42