,,არ მგონია რუსეთს ლუკაშენკო დანაბარებით გამოეშვა...“ - თორნიკე შარაშენიძე
პოლიტიკა - 19:21, 23 Apr, 2015     2111
ბელორუსიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს აფასებს თორნიკე შარაშენიძე. რაც შეეხება ვიზიტის მიზეზს, ექსპერტი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ვარაუდობს, რომ მთავარი მიზეზი შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყოს.

,,აქამდე ბევრი რამე მომხდარა ქართულ-ბელორუსულ ურთიერთობაში, იყო დაძაბული მომენტებიც სააკაშვილის დროს და სააკაშვილის დროსვე გამოსწორდა მნიშვნელოვნად, მას შემდეგ რაც ბელორუსიამ არ სცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად, რუსეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად“ - აცხადებს შარაშენიძე.

რას გულისხმობდა ლუკაშენკოს განცხადება „ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ადრე“ - ექსპერტი ამბობს, რომ ლუკაშენკოს რაიმე ღია განცხადება უნდა გაეკეთებინა ისეთი, რითიც ასიამოვნებდა მოსკოვს, ,,ამიტომ გააკეთა ეს განცხადებაც „ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ადრე“. მე მგონია, რომ დახურულ შეხვედრაზე სხვა რაღაცაზე იქნებოდა საუბარი. რაც შეეხება ვაჭრობის შეთანხმებას ამაში ცუდი არაფერი არ არის, ჩვენ ვვაჭრობთ ევროკავშირის და ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებთანაც, ოღონდ ჩვენ ევრაზიული კავშირის წევრები არ ვართ. თავისუფალი ვაჭრობა ყველასთან თუ გვექნება ძალიან კარგია. არ მგონია ლუკაშენკო შუამავალი ყოფილიყო და რუსეთს ის დანაბარებით გამოეშვა...“ - აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება ლუკაშენკოს განცხადებას რომ საქართველოში არსად ყოფილა სოხუმის გარდა, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი არ მალავდა და ყოველთვის ღიად გამოხატავდა თავის პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ,,ლუკაშენკო არასოდეს მალავს, რომ ის არ იწონებს არც 2008 წლის ომს და არც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს“ - აცხადებს შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42