„ნაციონალურმა მოძრაობა“ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება და ხელისუფლებას რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, საჭიროა გადასახადებისა და მთავრობის ხარჯების შემცირება.
"რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი გააუარესა - BB- პოზიტიურიდან, რეიტინგი შეიცვლა BB- სტაბილურად.
წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება
ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ - რომ თუ არ შეწყდებოდა გაუაზრებელი ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, ეს აუცილებლად დასრულდებოდა უარყოფითი შედეგებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.
სამწუხაროდ დღეს ამას უკვე აცხადებს და ადასტურებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო.
დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება კვლავ იმყოფება სირაქლემას პოზიციაში და კოსმეტიკური ქმედებებით ცდილობს შექმნილი ვითარების გადაფარვას
საჭიროა ბევრად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა: გადასახადების შემცირება, მთავრობის ხარჯების შემცირება და რეგულაციების გაუქმება.
თუმცა, ამ ხელისუფლებას მსგავსი რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება
ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ
მასალის გამოყენების პირობები






