NGO-ები გურჯაანის ინციდენტზე სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 17:52, 23 Apr, 2015     2107
არასამთავრობო ორგანიზაციები გურჯააში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურენ და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ მომხდარ ფაქტს და აცხადებენ, რომ გურჯაანში განვითარებული მოვლენები შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით უკანასკნელ დღეებში გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ საზოგადოებისადმი გამოხატულ აშკარა უპატივცემლობის ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ასევე შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ. აგრეთვე, მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებების გაკეთებისაგან, რომლებიც ძალადობის აშკარა და დაუფარავი წახალისების ტოლფასია და კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციას იწვევს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 20 აპრილს გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში და მას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს შენობის დატოვება აიძულეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გ. ღვინიაშვილმა გურჯაანის გამგებლის კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნა დააანონსა. დაპირიპირების დროს ისროდნენ კვერცხებს. მიუხედავად გამგეობის შენობასთან მობილიზებული ათეულობით პოლიციელისა, მათ ვერ უზრუნველყვეს მომხდარის ეფექტურად აღკვეთა.

აღსანიშნავია, რომ შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ბუბუნაური, გურჯაანის პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი და სხვები მოვლენებს რამდენიმე მეტრიდან აკვირდებოდნენ. დაპირისპირებას ასევე თვალს ადევნებდნენ გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე, მისი მოადგილეები ელგუჯა გიორგაძე და დიმიტრი კალატოზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მისი მოადგილე რესპუბლიკური პარტიიდან ზვიად ყვირალაშვილი და სხვები.

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტის წევრის სამუშაო ოთახში შეჭრისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დავით ნიკოლაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დურმიშხან ამისულაშვილი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიური, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზაქრო ქაჩლიშვილი, სოფელ ვეჯინის რწმუნებული კუკური ჯამატაშვილი, ქალაქ გურჯაანის რწმუნებული დიმიტრი არევაძე და სხვები.

დაპირისპირების ფაქტები 21 აპრილსაც დაფიქსირდა, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გურჯაანში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერებული პროექტები გააპროტესტეს. პარლამენტის წევრებთან, გიორგი ღვინიაშვილთან და ლევან ბეჟაშვილთან გურჯაანის საფეხბურთო კლუბ „ალაზანის“ მენეჯერი მიხეილ ფურცელაძე მივიდა და დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობაც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მოვლენებთან დაკავშირებით 21 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში მოიწონა აქტივისტების საქციელი და აღნიშნა, რომ «ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს გურჯაანის მოსახლეობამ სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა», რითაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას.

პოლიციის უმოქმედობით და პრემიერ-მინისტრის ზემოხსენებული შეფასებით გამხნევებულმა თავდამსხმელებმა მაჟორიტარ დეპუტატზე შეტევა 22 აპრილსაც გააგრძელეს, რა დროსაც შენობაში შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს კვერცხები (ინკუბაციური პერიოდის) ესროლეს. ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი'' ცნობით, «გამგეობის შენობაში რამდენიმე პოლიციელიც იმყოფებოდა, თუმცა მათ "ქართული ოცნების" წევრების მიმართ არავითარი გამაფრთხილებელი მოწოდება არ გაუკეთებიათ.”

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს მიიღონ სათანადო ზომები, რათა მოხდეს მომხდარის დროული და მიუკერძოებელი გამოძიება. ასევე, უზრუნველყოფილ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმისა და კორუფციული გარიგებების შესაძლო ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირება."-ნათქვამია განცხადებაში

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

იდენტობა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი

საფარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42