საპარტნიორო ფონდმა SACE-სთან ერთად ექსპორტის სააგენტოს სტრუქტურაზე მუშაობა დაიწყო
პოლიტიკა - 17:35, 23 Apr, 2015     729
საპარტნიორო ფონდმა ექსპორტის ხელშეწყობის ცნობილი ტალიურ სააგენტო „საჩესთან“ (SACE) ხელშეკრულება გააფორმა და მომდევნო სამი თვის განმავლობაში მასთან ერთად ექსპორტის სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ხელსშეუწყობს ექსპორტიორების ფინანსირებას.

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფედერიკა ფაბი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების დახმარების მიზნით სამინისტრო და ფონდი მჭიდროდ იმუშავებენ. „საპარტნიორო ფონდს გააჩნია სწორედ ის პოტენციალი, რომლითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის სტრუქტურის სააგენტოს ჩამოყალიბება. ფონდის გამოცდილება და რესურსების მოზიდვის დიდი შესაძლებლობები ამის გარანტიას იძლევა,“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ამ მიმართულებით გამოცდილება ინსტიტუციონალური სახით საქართველოში არ არსებობს, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ფონდმა ცნობილი საერთაშორისო ჯგუფი დაიქირავა, რომელიც თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა სააგენტოს სტრუქტურაზე,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ექსპორტიორს სხვადასხვა ფინანსური მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის განიხილება ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, ფინანსური გარანტიების გაცემა ექსპორტიორ კომპანიებზე, საკრედიტო დავალიანების მართვა და სხვა მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდები. კომპანია „საჩე“ რეკომენდაციას გაუწევს საპარტნიორო ფონდს, თუ რომელი მექანიზმი და რა ფორმით უფრო შეესაბამება საქართველოს რეალობას. შედეგად ექსპორტიორის ინტერესები საერთაშორისო ბაზრებზე უფრო დაცული იქნება, გაიზრდება მათი კონკურენტუნარიანობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოიპოვონ ფინანსირება ადგილობრივი ოპერაციებისთვისაც საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლად და განავითარონ ექსპორტის შესაძლებლობები.

საჩე, საპარტნიორო ფონდს გაუწევს საკონსულტაციო მომსახურებას და შესთავაზებს ტექნიკურ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია პროდუქტებზე, პროცესების მართვის და რისკის შეფასებაზე. პროექტის მიზანია ახლად ჩამოყალიბებულ სააგენტოს გადასცეს ეფექტური ინსტრუმენტები და ინოვაციები, რათა იგი ფუნქციონირებადი გახდეს.

საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს ფორმირებაზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად მუშაობს. ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტო საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ჩამოყალიბდება.

SACE-სშესახებ

საჩე (SACE) ჯგუფი არის ფინანსური მომსახურების ლიდერი სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო პროდუქტების სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა, დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები. ჯგუფის ოპერაციების მოცულობა 70 მლრდ. დოლარს შეადგენს, რომელიცმსოფლიოს 189 ქვეყანას მოიცავს. საჩე (SACE) ჯგუფი ხელს უწყობს იტალიური და უცხოური ბიზნესების კონკურენტუნარიანობას, ფულადი სახსრების სტაბილურობის გარანტირებით. „საჩეს“ (SACE) მისიაა ხელი შეუწყოს იტალიურ ექპორტსა და ინვესტიციებს, ასევე იტალიური ეკონომიკისა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42