,,სპეცრაზმელები და პოლიციელები დღეს საფრთხის წინაშე დგანან“ - „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“
პოლიტიკა - 14:57, 23 Apr, 2015     2053
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მიმართავს ხელისუფლებას და კატეგორიულად მოუწოდებს დაიცვას იმ სპეცრაზმელთა და პოლიციელთა ოჯახის წევრების უსაფრთხოება, რომლებსაც თითქმის ყოველდღე პოლიტიკური მიზნებისთვის საგამოძიებო ორგანოში ატარებენ, ხოლო სპეცრაზმის წევრებს ნიღბებს ხსნიან და სახელებსა და გვარებს ასაჯაროვებენ - ამის შესახებ ,,სამართლადამცავთა დაცვის ლიგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები პოლიტკური გადაწყვეტილების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ,,სამართლადამცავთა დაცვის ლიგის“ წევრები აცხადებენ, რომ პოლიციელთა მიმართ ასეთი დამოკიდებულება უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.

,,სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მსხვერპლი აქვთ გაღებული და ხშირ შემთხვევაში სისხლი აქვთ დაღვრილი. სამწუხაროდ, დღევანდელი სახელმწიფო ორგანიზებულ დანაშაულთან ლოიალურია. სამაგიეროდ, სპეცრაზმელებით, საქართველოს ეროვნული გმირებით, ვახტანგ გორგასლის, მხედრული მამაცობისთვის და ღირსების ორდენის კავალერებით ციხეებს ავსებს. სპეცრაზმელები, რომლებიც ყველა ოპერაციაში მონაწილეობდნენ კანონის ფარგლებში - „კანონი პოლიციის შესახებ“, დღეს პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. კრიმინალების დაკავების ოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელები და პოლიციელები დღეს საფრთხის წინაშე დგანან და არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი ოჯახის წევრები.

შს მინისტრმა, ყოფილმა სპეცრაზმელმა, თავისი „მოღვაწეობა“ სპეცრაზმელთა მასიური დევნით და დაპატიმრებებით დაიწყო და დღესაც „წარმატებით“ აგრძელებს. ეს ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება პოლიციელთა მიმართ, უკვე იწვევს უმძიმეს შედეგს, სამომავლოდ კი უარყოფითად იმოქმედებს სახელმწიფოს განვითარებაზე“ - ნათქვამია ,,სამართლადამცავთა დაცვის ლიგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42