ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, საქართველოს პრეზიდენტ - გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რიგ მნიშნელოვან საკითხთან ერთად, იმაზეც ისაუბრა თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას საქართველოს, ბელორუსიისა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით. მან საქართველოს მხარეს - რუსეთთან და ბელორუსთან ერთად, ერთ ოჯახში ცხოვრებისკენ მოუწოდა.
„მე და ბატონი პრეზიდენტი ვართ რეალისტები. ჩვენ გადავწყვიტეთ: მოდით, გავუსვათ ხაზი და ვნახოთ, ხვალ რა იქნება, რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს საქართველოს, ბელორუსიას და ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მოვძებნით ერთ პასუხს მაინც ერთ შეკითხვაზე - თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ არა მხოლოდ შეწყდეს ეს რიტორიკა, არამედ პოზიციების დაახლოება მოხდეს და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში როგორც ადრე ვცხოვრობდით, იმიტომ რომ ქართველს, ბელორუსსა და ჩვეულებრივ რუს ხალხს შორის არ არის ეს ურთიერთობები, გაუგებრობა არის პოლიტიკურ მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, საჭიროა კონკრეტული ამოცანების დასახვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვემ ამაზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას - ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






