გალის რაიონის სოფელ სიდაში გვიან ღამით სროლის ხმა ისმოდა. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, შეტაკება რუს ოკუპანტებსა და აფხაზი სეპარატისტების დაჯგუფებას შორის მოხდა. სროლა სიდაში ოკუპანტების მიერ იმ დროს დაიწყო, როდესაც სეპარატისტები საოკუპაციო სასაზღვრო ხაზიდან სიდის ცენტრის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
სავარაუდოდ, მათ გადმოაცილეს ზუგდიდში კონტრაბანდა და უკან ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა იფიქრეს, რომ ამ მანქანაში ქართველი პარტიზანები იმყოფებოდნენ და სწორედ ამიტომ გაუხსნეს ცეცხლი მანქანას, სადაც აფხაზი მესაზღვეები ისხდნენ.
შემთხვევის შედეგად ორი მესაზღვე დაიღუპა, ორი კი უმძიმეს მდგომარეობაში სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ოკუპანტები იმყოფებიან აფხაზ სამართალდამცველებთან ერთად. მიმდინარეობს ავტომობილის ექსპერტიზა. ცხედრები უკვე გადასვენებულია გალის პროზექტურაში. სოფელ სიდას შესასვლელი და გამოსასვლელი, ასევე საოკუპაციო ხაზთან მყოფი სოფელი ჩაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები






