ბესიკ ხარძიანის საქმის ადვოკატი მალხაზ სალაყაია აბსურდულს უწოდებს ბიზნსემენის შვილების განცხადებას, რომ ხარძიანის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ შეუკვეთა.
ამის შესახებ,,მოუწევთ პროკურატურას ფაქტები წარუდგინონ“ - ადვოკატი ხარძიანის შვილების სკანდალურ განცხადებაზე სალაყაიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„სკანდალურია ეს განცხადება და მოკლებულია არა მარტო რეალობას, არამედ ეს არის დაბრალება იმ დანაშაულისა, რომელიც ნამდვილად არ ჩაუდენია ბესიკ ხარძიანის მეუღლეს. მე არანაირი მორალური და სამართლებრივი საფუძველი არ მაქვს რატომ უნდა ჩაედინა მას ეს დანაშაული. როგორც ჩანს ეს განცხადება განცხადებისთვის არ გაკეთებულა. მათ მოუწევთ წარუდგინონ პროკურატურას ფაქტები, რაზე დაყრდნობითაც ამ განცხადებას აკეთებენ. რაც შეეხება ზოგადად საქმის მიმდინარეობას, ძალიან მოკლე ხანში პროკურატურა გააკეთებს ამაზე განცხადებას“, - განაცხადა სალაყაიამ.
ბესიკ ხარძიანის შვილების თქმით, ბიზნესმენის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა.
ამის შესახებ განცხდება მოკლული ბიზნესმენის შვილებმა მიხეილ და ანა ხარძიანებმა გააკეთეს, რომელიც გარდაცვლილს პირველი ცოლისგან ჰყავს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






