"პრეზიდენტ ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალს ვუყურე, ავლაბრის რეზიდენციიდან.
რა იყო ეს?!
ჩაუწიკწიკებიათ რეზიდენციის ეზოში - მინისტრები, ადმინისტრაციის წევრები, ოფიციალური სტუმრები...
აქეთ დროშები, იქით ორკერსტრი, წითელი ხალიჩები, საპატიო ყარაული და მთელი ამბავი...
აბა, არ აჯობებდა ახლა ამას ათონელზე რომ ყოფილიყო მარგველაშვილი?!
გამოიყვანდა გარეთ ლუკაშენკოს, გაისეირნებდნენ ათონელზე, ჩაარტყავდა ვინმე დალოცვილი ტაქსისტი მიმდებარე „ნარმანიას ორმოში", გადაწუწავდა პრეზიდენტებს, პატარას გაგვაცინებდა.
გაივლიდნენ შემდეგ ყვავილების ბაზრობას, აჩუქებდა მარგველაშვილი - ლუკაშენკოს ერთ-ორ იასამანს,.. ჩავიდოდნენ კოლმეუნეობის მოედანზე, პარკინგის კაცებს მიესალმებოდნენ, შევიდოდნენ ბიძინას "კარფურში", წაივაჭრებდნენ, ჩაბასტურმებულ სამწვადეს იყიდდნენ, ყველს, პურს, ქათმის სალათს, მზესუმზირას და ასე კნატა-კნუტით დაბრუნდებოდნენ უკან.
გზაში მარგველაშვილი ეტყოდა: აქ ადრე იყო „პირიმზე", ახლა სად არიან გადასულები ზუსტად არ ვიციო და ასე...
მართალია ბ-ნი ბიძინა, ეს ბრძენი კაცი.
აი ეგრე, სულე „კვადრატული მეტროებით" უნდა ამოადინოს ძმარად მარგველაშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია" - წერს გოგა ხაჩიძე.

რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






