თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა
პოლიტიკა - 10:03, 23 Apr, 2015     709

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ეველინ ფარკასსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილეს ტოდ ჩაპმანს უმასპინძლა. აშშ-ის დელეგაცია საქართველოში ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.

მინდია ჯანელიძემ აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხებს, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული ერთობლივი განცხადების მხარდაჭერისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის ქართული ასეულის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა გამართული ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის გაღრმავებული თანამშრომლობა. ეველინ ფარკასმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42