ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება
პოლიტიკა - 09:43, 23 Apr, 2015     1475

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლებს. ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კორტია დახვდნენ.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს და სახელმწიფო დელეგაციასა და ათი წლის შვილთან ერთად ეწვია.

“დღეს იწყება ბელარუსის პრეზიდნეტის ვიზიტი საქართველოში. ეს არის ძალინ მასშტაბური ვიზიტი. ეს ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში. ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, ბელორუსის სახელმწიფოსთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმდება მრავალი შეთანხმება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას“-განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.

ბელარუსის დელეგაციის შემადგენლობაში არიან : ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

23 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან.

ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42