გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიღებად შესაძლოა ქაჯაია დააკაონ - თარგამაძე
პოლიტიკა - 17:18, 22 Apr, 2015     2265
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ პროკურატურაში, დაკითხვაზე დაბარებული სპეცრაზმის ყოფილი მეთაურისგან, ზურაბ ქაჯაიასგან გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ.
თარგამაძის თქმით, შესაძლოა დღეს ქაჯაია დააკავონ და შემდგომში სასურელი ჩვენების მიღების მიზნით, იგი ისევე როგორც კახა ნაკანი გლდანის დაწესებულებაში მოათავსონ, სადაც მასზე ზეწოლის განხორციელებით ჩვენების მიღებას შეეცდებიან.

„დღეს, დილით გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი მეთაური, ზურაბ ქაჯაია მიემგზავრებოდა უკრაინაში მისივე თანამებრძოლის, იგივე რაზმის წევრის, უკრაინაში გმირულად დაღუპული გიორგი ჯანელიძის გადმოსვენების პროცეში მონაწილეობის მისაღებად. აეროპორტში მისულს, დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ მისულიყო პროკურატურაში გასაუბრებისთვის, სადაც ის 5 საათის შემდეგ დააყოვნეს 9 საათის განმავლობაში. შემდეგ გაათავისუფლეს ღამის 3 საათზე. დღეს კი კვლავ დაიბარეს მოწმის სახით დაკითხვაზე 14:00 საათზე.

ქაჯაიას დაკითხვა უკავშირდება აფრასიძეეების ცნობილ ოპერაციას. ყაჩაღი აფრასიძეების გაუნებელყოფის ცნობილ ოპერაციას. ზურაბ ქაჯაიას, ისევე როგორც ამ საქმეზე დაკითხულ ასზე მეტ სპეცრაზმელს სთხოვენ ერთსა და იგივეს, რომ მათ მისცენ ჩვენება, თითქოს მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე აძლევდა მათ ბრძანებას, აფრასიძეების პირდაპირ ლიკვიდაციაზე. ესეთ ჩვენებას არავინ არ აძლევს და არც მისცემს, იმიტომ რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთი ჩვენების მიღება არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სურვილი. არსებობს ალბათობა, რომ ქაჯაიას რომელიც არის გორგასლის სხვადასხხვა ხარისხის ორდენის მფლობელი, საბრძოლო მამაცობის ორდენის მფლობელი, ღირსების ორდენის მფლობელი, დამსახურებული პოლიციელის წოდების მფლობელი, დღეს დააკავებენ იმისათვის, რომ უკვე შემდგომში გლდანის მე–8 იზოლატორში როგორც ეს ნაკანის შემთხვევაშია, რომ მისგან ზეწოლის გზით მიიღონ სასურველი ჩვენება. შეგვიძლია ვთქვათ ორი ფაქტი. ერთი რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს პირადი შიში პატრიოტი მებრძოლების, იცის რა რომ ის ებრძვის საკუთარ ქვეყანას გააჩნია სრულიად მოტივირებული შიში პატრიოტი მებრძოლების მიმართ და დღიდან ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისა განუწყვეტელი შეტევა ხორციელდება სპეცდანიშნულების რაზმების ყოფილ თუ მოქმედ წევრებზე, რასაც მოაქვს კატასტროფული შედეგები და მეორე, ეს არის განუწყვეტელი მცდელობა მუდმივად მათთვის სასურველი ჩვენებების მიღების გზით სხვადასხვა საქმეებზე დადგმების განხორციელების, იმისათვის, რომ ძირითადი პრობლემებიდან გადაიტანონ ყურადღება.

კატეგორიულად ვურჩევთ ხელისუფლებას, ხელი აიღონ ასეთ ქმედებებზე, შეწყვიტონ სპეცრაზმელების დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კანონის ფარგლებში მივმართავთ პროტესტის ყველა შესაძლო ფორმას და ეს პროცესი გამოიღებს ძალიან მძიმე შედეგებს,“-განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ქაჯაია მოწმის სტატუსით იკითხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42