პროვოკაციული დეზინფორმაცია დათა ახალაიას ფაქტორის გამოყენებით
პოლიტიკა - 14:59, 22 Apr, 2015     2930
შეცდომა თუ პროვოკაციული დეზინფორმაცია - რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომელიც დათა ახალაიასთან ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ გავრცელდა.

,,ზუგდიდის გამგეობისა და მერიის თანამშრომლები ბუდაპეშტში კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს დათა ახალაიას შეხვდნენ“ - ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემის მიერ გავრცელებული მასალიდან.

ოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების საკმაოდ სოლიდური დელეგაცია ჟურნალისტების თანხლებით ნამდვილად იმყოფებოდა ბუდაპეშტში. რაც შეეხება მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრას დათა ახალაიასთან, არცერთი წყაროს ინფორმაციით არ დასტურდება. მით უფრო იდა ქვარაიასა და თენგიზ ქობალიასთან, რომლებიც იმ შემთხვევითი შეფეთების მომენტში საერთოდ არ იყვნენ იქ და არცერთ კადრში, რომელიც გავრცელდა არ ფიქსირდებიან.

ზუგდიდის რაიონის საკრებულოს აპარატის უფროსი ნატა პაპასკირი, რომელიც დელეგაციის შემადგენლობაში იყო, “კვირასთან“ კომენტარში დათა ახალაიასთან იდა ქვარაიასა და თენგიზ ქობალიას შეხვედრას სიცრუეს უწოდებს. პაპასკირი “ლაივპრესიის“ ჟურნალისტის გერონტი ყალიჩავას მიერ გადაღებულ ვიდეოზე საუბრობს.

მისი თქმით, ყალიჩავამ, რომელიც აღნიშნულ დელეგაციას ახლდა, ვიდეოზე დააფიქსირა ბუდაპეშტის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი დათა ახალაია, რომელსაც რამდენიმე პირი ახლდა თან.

“ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე აგებული ინფორმაცია. მე თავად ვიმყოფებოდი დელეგაციაში. ჩვენ დელეგაციას თან ახლდა ჟურნალისტი გერონტი ყალიჩავა, მან დააფიქსირა და გადაიღო ახალაია, ჩვენც მერე ვნახეთ ეს ვიდეო რომ გაავრცელა, მაგრამ მასთან შეხვედრას და რამე მსგავს ადგილი არ ჰქონია და ეს არის აბსურდი“, – აცხადებს ნატა პაპასკირი. ახალაიასთან შეხვედრას სიცურეს უწოდებს ,,კვირასთან“ კომენტარში ჟურნალსიტი გუგა ლაგვილავა, რომელიც ასევე ახლდა დელეგაციას. “არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია, არავინ არავის არ შეხვედრია. ამ ადამიანმა შემთხვევით გაიარა და ეს დააფიქსირა ჩვენთან მყოფმა “ლაივპრესის“ ჟურნალისტმა გერონტი ყალიჩავამ. მე ვთვლი, რომ გამოცემას, რომელსაც პრეტენზია აქვს სერიოზულობაზე, არ ეკადრება ასეთი გადაუმოწმებელი და ჭორზე დაფუძნებული ინფორმაციის ტირაჟირება. ეს არის სისულელე, უსინდისო ტყუილი“, – აცხადებს გუგა ლაგვილავა.

,,ნიუპოსტი“ შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას გერონტის ყალიჩავასთან, გავრცელებული კადრების ავტორთან. ის არ ადასტურებს ასეთ შეხვედრას. ყალიჩავას განცხადებით, ახალაია მან გადაიღო, თუმცა შეხვედრის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება ვიდეოს, იქ ნამდვილად ჩანს დათა ახალაია 2 ახალგაზრდა მამაკცთან ერთად, თუმცა მარტივად ამოსაცნობია, რომ არცერთი მათგანი არ გახლვთ არც თენგიზ ქობალია და მითუმეტეს არც იდა ქვარაია.

,,ნიუპოსტის“ წყაროს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ცნობილია იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც რეგიონში ორმაგი პოლიტიკური თამაშით არიან დაკავებული და თავიანთი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური თამაშები აწარმოონ როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასევე ,,ქართულ ცონებასთან“. ერთი შეხედვით ხელისუფლებასთან დაახლოებულები, ირიბად უპირისპირდებიან ხელისუფლების წარმომადგნლებს და არ თაკილობენ ნაციონალებისთვის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებას. ,,ამ შემთხვევაში დათა ახალაიას სახელი სწორედ ხელისუფლების დისკრიმინაციისთვის არი გამოყენებული. ვიდეო, რომელიც მას გადაუღეს, კიდევ უფრო მეტად მოწმობს იმას, რომ ინფორმაცია ზუგდიდის ეკონომიკის სამსახურისა და მისი მეუღლის შესახებ, აბსოლუტურად მცდარია“ - აცხადებს წყარო.

,,ნიუპოსტი“ აგრძელებს ინფორმაციის გადამოწმებას და იმ კონკრეტული პირების დადგენას, ვინც უშუალოდ დაკავებულია მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის ტირაჟირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42