ჟორჟოლიანი მებრძოლებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის დაცვისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 14:54, 22 Apr, 2015     1014

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟირჟილიანმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია და არ მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ჟორჟოლიანი ქართველ მებრძოლებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის დაცვის და მის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„პირველ რიგში ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ვინც უკრაინაში დაუღუპა. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ - ეს არ არის სწორი. ომი შეუძლია აწარმოოს მხოლოდ სახელმწიფოს. ცალკეულ ადამიანებს ომის წარმოება არ შეუძლიათ. ეს თუ ასე არ არის, სახელმწიფო თავის ძირითად ფუნქციას კარგავს. სახელმწიფოს კლასიკური განმარტება გვეუბნება, რომ სახელმწიფო, ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გარკვეულ ტერიტორიაზე ექსსკლუზიურად გააჩნია ძალის ლეგიტიმურად გამოყენების უფლება. ჩვენ რომ ეს უფლება ყველა ადამიანს მივანიჭოთ და მათ თვითონ გადაწყვიტონ როდის ვის გამოუცხადონ ომი, ჩვენ მივიღებთ ქაოსს. საქართველოს ტერიტორიები რა თქმა უნდა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ იარაღით ხელში არ გადაწვიტოს ეს პრობლემა. ჩვენ ვიყენებთ სამართლებრივ გზებს და ვცდილობთ სწორედ ამ გებით გადავწყვიტოთ ის პრობლემები რომლებიც ამ მიმართულებით გვაქვს. ამდენად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია როგორ შეიძლება ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს ან ქართველი ხალხის ბრძოლად წარმოვიდგინოთ. საქართველოს სახელმწიფოს აქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ ის არ მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. მე მოვუწოდებდი ქართველ მებრძოლებს დაიცვან სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ჩარჩოები და ამ ჩარჩოებში იმოქმედონ,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ეს განცხადება გია ჟორჟოლიანმა გუშინ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე „არგუმენტების დროში“ გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42