ვის მოხსნიან შავლიაშვილის მერე?- "ხოკრიშვილსაც მალე მოუწევს განცხადების დაწერა"
პოლიტიკა - 14:29, 22 Apr, 2015     1922

ვის მოხსნიან შავლიაშვილის მერე და გამოუცხადებს თუ არა ახლა მთავრობას პარლამენტი ნდობას. ამ თემებთან დაკავშირებით იურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ალიას“ ესაუბრა. როგორც გელბახიანი აცხადებს შავლიაშვილის გადადგომა ავადმყოფობასთან კავშირში არაა:

„ეს არის იმ სკანდალური თემის გაგრძელება, რაც უკავშირდება ჯანყარაშვილს. რა თქმა უნდა, ლოგიკას მოკლებულია შავლიაშვილის მისამართით გავრცელებული განცხადება, რომ მას თანდაყოლილი ავადმყოფობა აღმოაჩნდა, მაშინ რატომ იყო დანიშნული?

ეს არის პოლიტიკური და წმინდა სამართლებრივი ხასიათის საკითხი. უფრო მეტიც, ამ წრიდან დარჩენილი მინისტრებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არიან და მათაც მოუწევთ თანამდებობიდან გადადგომა!“- აცხადებს გელბახიანი და აღნიშნავს, რომ ამ წრიდან დარჩენილ მინისტრებს შორის არის ელგუჯა ხოკრიშვილი:

„გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილია ჯანყარაშვილის წრიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ მასაც მალე მოუწევს განცხადების დაწერა“.

ვალერი გელბახიანის შეფასებით, ხოკრიშვილის და ლევან ყიფიანის გადადგომა რომლის პოსტის დატოვებასაც საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს, შემოდგომაზე მოხდება.

„ღარიბაშვილს ეძლევა შანსი, რომ თვითონ შექმნას მთავრობა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ღარიბაშვილმა ახალი მთავრობა შექმნას, ის ერთ ან ორ ცვლილებას განახორციელებს. ივანიშვილის გარეშე მთავარი ცვლილება არ მოხდება, ეს ცხადზე ცხადია! არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი, ვფიქრობ, ასეთი დიდი ცვლილება შემოდგომისთვის იქნება დაგეგმილი და არა ახლა. მე როცა ვამბობ, რომ შავლიაშვილს მიჰყვება გარემოს დაცვის მინისტრი, აუცილებლად მოხდება ახლა თუ არა შემოდგომაზე, გამოსაცვლელია ბევრი მინისტრი, მათ შორის სპორტის მინისტრი. ის მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს შეეწირება“- აცხადებს გელბახიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42