თბილისში 24 სახეობის ნაგავშემკრები მანქანა და სპეციალური ტექნიკა შემოვა
პოლიტიკა - 14:00, 22 Apr, 2015     1383

მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში 24 სახეობის ნაგავშემკრები მანქანა და სპეციალური ტექნიკა შემოვა.

ნაგავშემკრები მანქანებისა და სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი დედაქალაქის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობა, რაც, მისი თქმით, კომპანიაში მენეჯმენტის მოწესრიგების შედეგია. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დასუფთავების სამსახურისთვის არსებული ტექნიკა საკმარისია, თუმცა, საჭიროა თანამედროვე და განახლებული ტექნიკა.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომლებიც აკმაყოფილებენ დოკუმენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დაინტერესებულმა პირებმა ინტერესის გამოხატვისას წერილთან ერთად უნდა წარმოადგინონ საფირმო სახელწოდება და მისამართი; ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; იურიდიული პირის წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლები და კომპანიის რეზიუმე. უცხოური ფირმის შემთხვევაში, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ დამოწმებული, ხოლო ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტაცია – ნოტარიულად დამოწმებული.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს შესასყიდი ნაგავმზიდი მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის როგორც სრულ ჩამონათვალზე, ასევე ცალკეულ ტექნიკაზე.

ინტერესთა გამოხატვის შედეგებს თბილისის მთავრობის განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42