ვიცე - პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისი თვალსაზრისით, საკითხის ირგვლივ გარკვეული ჯგუფები - გარკვეულ ტელევიზიებთან ერთად, მიზანმიმართულად ახორციელებენ საკითხის არასწორ წარმოჩენას. კალაძისთვის გაუგებარია პრეზიდენტის პოზიციაც, თუ რატომ არ სურს მას ათონელის რეზიდენციაში გადასვლა.
"ამ თემის აჟიტირება მიზანმიმართულად ხდება. აქ გასარკვევი ან გაურკვეველი არაფერი არ არის, ყველაფერი ნათელია. საქართველოში, სადაც მძიმე სოციალური ფონია, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გვქონდეს ორი ასეთი მაღალი ტიპის რეზიდენცია, სადაც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა. ჯერ იყო და პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც აშენდა, თუ არ ვცდები ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, იმ ფონზე, როცა ჩვენ მოსახლეობას ძალიან უჭირს, ეს იყო არასწორი. მითუმეტეს, გადაწყვეტილება იყო ათონელის რეზიდენციის დასრულებაზე, რომელშიც პრეზიდენტი მარგველაშვილი მონაწილეობდა, დღეს გაუგებარია მისი პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ არ აინტერესებს ამ რეზიდენციაში გადასვლა", - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






