დავით უსუფაშვილი დღეს მონტენეგროს ეწვევა
პოლიტიკა - 09:47, 22 Apr, 2015     1090

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 22-24 აპრილს, მონტენეგროს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, რანკო კრივოკაპიჩს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრების სამუშაო შეხვედრები მონტენეგროს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.

23 აპრილს დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვედრებს მონტენეგროს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, პრემიერ მინისტრთან, მილო დუკანოვიჩთან და შინაგან საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, რასკო კონევიჩთან გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები მონტენეგროს ძველ სამეფო დედაქალაქ ცეტინიას და სხვადასხვა კულტურულ ღირსშესანიშნაობას მოინახულებენ.

მონტენეგროში გამგზავრებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მასმედიისთვის კომენტარი გააკეთა. „ჩვენ ვართ, გარკვეულწილად, პარალელურ რეჟიმში ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. გვექნება, პირველ რიგში, ამ თემებზე საუბარი. შესაძლოა, ტემპები იყოს განსხვავებული ნატო-ში ინტეგრაციის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდეს. ამიტომ, მონტენეგროს პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც, რომ არ გაძლიერდეს იმ ტიპის სენტიმენტები, რომელიც ხანდახან გაისმის ხოლმე, რომ ნატო-ს გაფართოების პროცესი, შესაძლოა, შექმნილ ვითარებაში, არ არის ყველაზე სწორი ნაბიჯი. მეორე, ესაა უკვე ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და ევროპასთან ურთიერთობის საკითხები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, დავით უსუფაშვილთან ერთად, თედო ჯაფარიძე და ფრიდონ საყვარელიძე შედიან. დელეგაცია საქართველოში 24 აპრილს დაბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42