„ყველასთვის ნათელია, ის, რომ ეს თემა არ უკავშირდება კვადრატულ მეტრებს და არც საბინაო კომუნალურ საკითხებს, ეს არის პოლიტიკური თემა, რომლის შინაარსიც შემდეგია - სამწუხაროდ ბიძინასთავის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. საქართველოს არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორეში, ეს საკითხი ასევე უკავშირდება ნებისმიერ მოქალაქეს. მე როგორც მოქალაქეს, არ მგონია, რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო მითითებემისამებრ.
ეს არის სამწუხაროდ ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირება, ბუნებრივია მე - როგორც გიორგი მარგველშვილი, რიგითი მოქალქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი საპრეზიდენტო ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თამაშის წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს, მათ შორის გიორგი მარგველაშვილიც და პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში უნდა გადავიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






