კულტურის სამინისტროში, 22 აპრილს მინისტრი მიხეილ გიორგაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გიორგი ოვაშვილის ფილმის - „გაღმა ნაპირის“ აფხაზურენოვან დისკებს გადასცემს.
ღონისძიებას გაუძღვებიან მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.
გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ აფხაზურ ენაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ითარგმნა. პროექტის მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთში ფილმის გავრცელება და პოპულარიზაცია.
„გაღმა ნაპირი“ აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება.
მასალის გამოყენების პირობები






