,,ცრუ ბრალდებებისთვის პასუხს აგებენ“ - ჯანყარაშვილის ადვოკატი ჟურნალისტებს და ბიზნესმენებს ადანაშაულებს
პოლიტიკა - 17:54, 21 Apr, 2015     1048
შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ არა ერთი სიბინძურე და ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რაზეც მოხდა რეაგირება და შემდგომში ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც როგორც ჩანს და ირკვევა, კარგად ორგანიზებული პირთა ჯგუფის მიერ არის დაგეგმილი, ეტაპობრივად ხორციელდება და მიზნად ისახავს ზვიად ჯანყარაშვილის დისკრედიტაციას.

სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის უშუალო მონაწილეები ხშირ შემთხვევაში არიან ე.წ. ჟურნალისტები და ვაი ბიზნესმენები, რომლებიც არ იშურებენ ძალას, ენერგიას და დროს, რომ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის თუ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, გაავრცელონ გამოგონილი ისტორიები, რისთვისაც კეკლუცობენ და ჭორაობენ სხვადასხვა მედია-საშუალებებით. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ არა ერთი სიბინძურე და ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რაზეც მოხდა რეაგირება და შემდგომში ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს - აუცილებლად მოხდება რეაგირება თითოეულ ფაქტზე და ყველა სუბიექტი, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ ბინძურ კამპანიაში, პასუხს აგებს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით.

ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით კონკრეტული ფიგურანტებით, რომლებიც აშკარად არიან გამოკვეთილი და დაკავებული არიან ბინძური ცილისმწამებლური კამპანიით - ელისო კილაძე, რომელმაც არა ერთხელ ახსენა ზვიად ჯანყარაშვილი და “ამხილა” კორუფციულ გარიგებებში, საქმე ეხება კაზინო “აჭარასთან” დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, ასევე ბევრ სხვა ეპიზოდს; ირაკლი კორძაია, რომელიც ასევე აწარმოებს გაუგებარ კამპანიას, ავრცელებს სპეკულაციურ, შეურაცყმყოფელ განცხადებებს და “იმუქრება” მტკიცებულებების გამოქვეყნებით (თუმცა აქამდე ლაპარაკის გარდა, არაფერი არ უნახავს საზოგადოებას), ვინმე ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი, რომელსაც სათანადო პასუხი გაეცა ბიზნეს-ომბუდმენის აპარატიდან, ასევე ვინმე ბიზნესმენი დავით აფხაზავა, რომელიც საინფორმაციო პორტალ “ფრეშ-ნიუსში” ყვება გამოგონილ ისტორიებს და ლეგენდებს. ეჭვი გვაქვს, ხვალ და ზეგ კიდევ გამოჩნდებიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც გამოგონილი ისტორიებით შეეცდებიან ჩირქი მოსცხონ ზვიად ჯანყარაშვილის სახელს, პატივს და ღირსებას;

ჩვენ მოვუწოდებთ ამ პირებს, დაუყოვნებლივ წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები და მტიცებულებები, ასევე შეწყვიტონ მიზანმიმართული არაკანონიერი ქმედებები და თავისი “შელახული” უფლებების და ინტერესების დასაცავად მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე.

ზემოთქმული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ პიარ-აქციასთან, რომელიც აუცილებლად უნდა გამოაშკარავდეს, ჩვენ არ ვაპირებთ სხვადასხვა მედია-საშუალებებით ჭორიკნებს და ვაი ბიზნესმენებს გავცეთ პასუხი მათ მიერ გამოთქმულ აბსურდზე და სისულელეზე, არამედ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვიმოქმედებთ, რის გამოც ვხსნით სამართლებრივ სივრცეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და თვითონვე მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალური განცხადებით, რომ დაიწყონ გამოძიება ზემოაღნიშნული პირების მიერ გავრცელებულ ყველა განცხადებაზე - მათ აუცილებლად მოუწევთ კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა და გავრცელებული ცნობების დადასტურება ან მთელი სიმკაცრით კანონის წინაშე პასუხისგება.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დაწყებული ბინძური კამპანია მიმართულია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის - ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ, არამედ ჩვენი აზრით, შორს მიმავალი გეგმები აქვს - მიზნად ისახავს დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციას, რაც პირადად ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ორგანიზებული ჯგუფის ქმედებების კანონიერება სათანადო დონეზე იქნება შესწავლილი და ყველა დამნაშავე პირი პასუხისგებაში იქნება მიცემული”- აცხადებს დიმიტრი გაბუნია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42