,,უნდა შეწყდეს ამ თემით სპეკულირება“ - რატომ შეიქმნა თავდაცვის უწყების ეროვნული გვარდიის რეზერვი
პოლიტიკა - 16:58, 21 Apr, 2015     2623
რა მიზანი ჰქონდა გია უდესიანს და რატომ წამოიწია თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვის თემამ; იყო ეს ე.წ. ზონდერბრიგადები თუ ნებაყოფლობითი რეზერვი, რომლის ამოცანაც საომარი ვითარების შემთხვევაში გარეშე მტრის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვის ყოფილი წევრები ბრალდებას რომ ეს იყო ზონდერბრიგადება, კატეგორიულად უარყოფენს: ,,ყველას გული სამშობლოსთვის უძგერდა, 80% იყო სამაჩაბლოს ხეობიდან. ჩვენი ერთადერთი ამოცანა იყო, რომ თუ წამოვიდოდა მტერი, მათ წინააღმდეგ გვებრძოლა“, - განაცხადა ბატალიონის ყოფილმა წევრმა ვაჟა ციცინოშვილმა.“

რამდენად საიდუმლოდ იქმნებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვი და რა კავშირი აქვს მას ზონდერბრიგადებთან, თემის დეტალებზე ,,ნიუპოსტს“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი ესაუბრა, რომლის მისამართითაც ასევე გაიჟღერა, რომ აღნიშნული დანაყოფი სწორედ მისი მინისტრობის დროს გაუქმდა.

_აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის ატეხილი, გაუგებარია, რადგან იქ რაიმე არაკონსტიტუციური და არაკანონიერი არ ყოფილა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ გაერთიანებულმა შტაბში შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც გააანალიზა კონკრეტული გაკვეთილები. ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ დგომარეობდა შემდეგში - იმისათვის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა შეასრულონ ის ამოცანა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე - ანუ ტერიტორიის დაცვის, ჩვენ გვჭირდება 100 ათას კაციანი კორპუსი. ჩვენი რეგულარული ჯარი არი 25 ათასი, შესაბამისად გვაკლია 75 ათასი. რეგულარული ჯარი იქნება 30 თუ 15 ათასი, ეს სურათს არ ცვლის, რადგან კონკრეტული თავდაცვის წერიტილებიდან, ტერიტორიებიდან, იმ დაჯგუფებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთს აქვს კონცენტრირებული ჩვენი მიმართულებით, ვგულისხმობ გიუმრის ბაზას, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ამ სამკუთხედის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მოვიგერიოთ ეს ძალები და დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, ჩვენ გვჭირდება 100 ათასი კაცი. სწორედ ამიტომ დაიწყო რეზერვის რეფორმა. მაშინ თავდაცვის სამინისტრომ შეისწავლა ისრაელის, აშშ-ს და ესტონეთი გამოცდილება - სამი სხვადასხვა ქვეყნის. იყო მიღებული ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა სავალდებულო რეზერვის შექმნას, მაგრამ ამავდროულად დაიწყო საუბარი ნებაყოფლობით რეზერვზე. ნებაყოფლობითში მოდიოდა ყველა ის პატრიოტი, რომელსაც ჰქონდა სურვილი ჩაწერილიყო. ნებაყოფლობითი რეზერვის ქვედანაყოფები იყო მიმაგრებული კადრირებულ ბრიგადებზე, რომელიც არის ეროვნული გვარდიის ბრიგადა და რომლის შევსება ხდება რეზერვის მიხედვით. თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითი რეზერვის გადამზადება თავის ინსტრუქტორებით იმისათის, რომ თუ რუსეთი კვლავ გაანახლებდა საბრძოლო მოქმედებებს, ეს ადამიანები შედიოდნენ კადრირებულ ბრიგადებში და თავადცვის სამინსიტროს ქოლგის ქვეშ დაიწყებდნენ ბრძოლას.

_ითქვა ისიც, რომ სწორედ თქვენი მინისტრობის პერიოდს ემთხვევა რეზერვის ამ ჯგუფის გაუქმება და რატომ?

_ამას წყვეტდა გაერთიანებული შტაბი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტრო მუდმივად, კონკრეტული საბრძოლო ამოცანებიდან გამომდინარე ქმნის, აახლებს, ტრანსფორმაციას ახდენს საბრძოლო დანაყოფების, იგივეს აკეთებს მაგალითად, გაერთიანებული შტაბი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს მუდმივი პროცესია, რადგან 21-ე საუკუნეში ჯარის წინაშე დგას სულ სხვა ამოცანები, ვიდრე იდგა მე-20 საუკუნეში. ჯარი უნდა იყოს მორგებადი.

სამწუხაროდ, დღეს ადგილი აქვს ამ თემით სპეკულირებას. ასეთივე ნაბაყოფლობითი რეზერვის ჯგუფები იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

_მაშინ უდესიანი რა კავშირში იყო ამ რეზერვთან? დღეს საუბარია იმაზე, რომ ეს იყო ზონდერბრიგადები, რომელსაც უდესიანი ხელმძღვანელობდა. თავად ეროვნული გვარდიის რეზერვის ყოფილი სპეციალური ბატალიონის წევრები აცხადებენ, რომ უდესიანი იყო მათი ხელმძღვანელი.

_უდესიანთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია, ნანახიც არ მყავს. სავარაუდოდ ისიც იყო ამ რეზერვის წევრი. გახსოვთ ალაბთა, ასევე იყო სავალდებულო რეზერვში დათო კირკიტაძე...

აქ მთავარი სხვა რამეა, მე ვთვლი, რომ უნდა შეწყდეს ამ თემით სპეკულირება. ეს ხალხი არ იყო არც თავდაცვის და არც შს სამინისტროს რეგულარული ნაწილების მებრძოლები, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იყვნენ ნებაყოფლობითი რეზერვის ნაწილები. დღეს ამით სპეკულირება, რომ იყვნენ ზონდერები, დაუშვებელია. ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ ახასიათებს კრიტიკული აზროვნების უნარი და შეუძლია ინფორმაცია მიიღოს და გადაამუშაოს. როცა ასეთ ინფორმაციას ვიღებთ, რომ ისინი იყვნენ ზონდერები, საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა, თუ ეს 450 კაცი იყო ზონდერი, ვინმეს სჯერა, რომ მათგან ერთი მაინც არ გამოჩნდა ისეთი, რომელმაც ეს აღიარა? პარლამენტში დეპუტატები გადახტნენ და ნაციონალურ მოძრაობას უღალატეს და თუკი ვინმე ზონდერი იყო, როგორმე ამის მთქმელიც მოძებნებოდა. იგივე პარალელს გავავლებ მანდატურებთან, რომელბზეც ასევე საუბრობდნენ, რომ ისინი იყვნე პოლიციის წარმომადგენლები. 1200 მანდატურიდან ერთი ვერ მოძებნეს, რომელიც იტყოდა, რომ შაშკინის პოლიტიკურ დავალებებს ვასრულებდიო?

_მაშინ რა მიზანი ჰქონდა უდესიანს და რაში დაჭირდა ამაზე საუბარი? რატომ გაუსვა ხაზი რომ ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ეროვნული გვარდიის ბაზაზე იქმნებოდა საიდუმლო ბრძანებით.

_ვერაფერს გეტყვით რაში დაჭირდა უდესიანს ამ თემის შავ ფერებში წარმოსახვა. საიდუმლო ამაში არაფერი არ იყო. ეს ხალხი იყვნენ ჩვეულებრივი ნებაყოფლობითი რეზერვის წევრები. უკიდურესობასთან გვაქვს საქმე, გებელსის პრინციპი იყო, რომ რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვი, უფრო კარგად დაიჯერებენ... აქ სიმართლე არის მარტივი, ზედაპირზე დევს და რეზერვის ამ რეფორმაში დამალული და საიდუმლო არაფერი ყოფილა, ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42