საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანნის გამგეობაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ქმედებებში და გამგეობის მუშაობის პარალიზების მცდელობაშ დაადანაშაულა:
„ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი , რომ ე.წ ოპოზიციის წევრები ბედავენ, მიდიან გურჯაანის რაიონის გამგეობაში და ყოვლად დაუშვებელია, ის რაც მათ გააკეთეს, რომ მოახდინეს პირდაპირ ჩარევა გამგეობის მუშაობაში , ქონდათ მცდელობა მოეხდინათ პარალიზება . მერე ნახეთ ყველამ როგორ უპასუხა ,მე ვიტყოდი, აბსოლუტურად სამართლიანად და ადეკვატურად გურჯაანის მოსახლეობამ. ჩემთვის არის მიუღებელი ის როგორც განვითარდა მოვლენები , კვერცხების სროლა და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაიმახსოვროს, რომ ქართველი ხალხი აღარასოდეს არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“, ამ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას და სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გურჯაანის გამგეობის თანამშრომლები რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის გამგეობიდან გამოსახლებას ითხოვდნენ. ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ღვინიაშვილის კაბინეტის ბლოკირება მოახდინეს, ბიუროს კარზე კი ცოცხი გააკრეს. ასევე ბიუროს შესასვლელთან გაკრული იყო ბანერები წარწერით - „ძირს ნაციონალების სექტა“, „მოშორდეს ღვინიაშვილი“
მასალის გამოყენების პირობები






